კარლ ბილდტი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე

კარლ ბილდტი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე

22.10.2015

შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა, რომ "როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა ცდილობს დახუროს წამყვანი ტელეკომპანია. მას არ მოსწონს არც ოპოზიცია და არც თავისუფალი მედია". 

ბილდტი ასევე გამოეხმაურა პრემიერის განცხადებას რუსთავი 2-ის საქმესთან და წამების კადრებთან დაკავშირებით.

„ეს არის საკმაოდ აღმაშფოთებელი განცხადებები პრემიერმინისტრის მხრიდან, რაც სცილდება დემოკრატიული ნორმების ფარგლებს“, - აღნშნა კარლ ბილდტმა.  (რუსთავი 2)



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge