13 ნოემბერი 100 000 მოწამის ხსენების დღეა

13 ნოემბერი 100 000 მოწამის ხსენების დღეა

13.11.2015

100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ყოველი წლის 13 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, მეტეხის ხიდის მიმართულებით მსვლელობა ეწყობა, რომელშიც სხვადასხვა ეკლესიის მრევლი მონაწილეობს.

მოწამეთა პატივსაცემად მორწმუნეები მტკვარში ყვავილებს ყრიან...

თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, ძნელბედობის ჟამი დაუდგა საქართველოს.

ხორეზმის სახელმწიფოს გამგებელმა, ჯალალ ედ-დინმა 1227 წელს თბილისი აიღო.  ამ დროს საქართველოს თამარ მეფის ასული - რუსუდანი, განაგებდა. ჯალალ ედ-ინის ბრძანებით, სიონის საპატრიარქო ტაძარს გუმბათი მოხსნეს და ჯალალ ედ-დინისთვის ტახტი დადგეს. სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები გამოაბრძანეს და მეტეხის ხიდზე გაიყვანეს. თბილისელებს აიძულებდნენ, ქრისტეს უარყოფის ნიშნად, ჯერ დაენერწყვათ, შემდეგ კი ფეხით გაეთელათ წმიდა ხატები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავების წარკვეთით ემუქრებოდნენ. 100 000-მა ქართველმა სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა. მათ ხატებს თაყვანი სცეს და ბრძანებას არ დაემორჩილნენ, რის გამოც ასი ათასი მოჭრილი თავი და თავწარკვეთილი სხეული მტკვარს გაატანეს. ამ დღეს ქართველმა ერმა სარწმუნოებისათვის თავდადებული 100 000 მფარველი შეიძინა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge