საქართველოში ტოლერანტობის დღე აღნიშნეს

საქართველოში ტოლერანტობის დღე აღნიშნეს

18.11.2016

2016 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრის ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.  ამ დღისადისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ასევე რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 2 დღის წინ საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაშიც აღნიშნეს.  16 ნოემბერს,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საპატრიარქო რეზიდენციაში გულითადი მიღება გაუმართა  საქართველოში არსებულ სხვადასხვა კონფესიის ლიდერებს და მათ წარმომადგენლებს.

ფოტოები  ეკუთვნის Ombudsman-ს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge