ნინოობას გილოცავთ!

ნინოობას გილოცავთ!

01.06.2017

წმინდა ნინოს ეს ულამაზესი ხატი დაბრძანებულია მანგლისის საეპისკოპოსო ტაძარში. მანგლისი ქრისტიანობის ერთი უძველესი ცენტრთაგანი იყო საქართველოში. მემატიანის თანახმად, მანგლისში მირიან მეფის დროს (IV ს.-ში) აუგიათ ეკლესია. ტაძრის უძველესი ნაწილები VII საუკუნეს მიეკუთვნება. 1002 წელს შენობა არსებითად გადააკეთეს და გააფართოვეს. აღმოსავლეთის ნაწილი, კარიბჭეები და კედლების მთელი პერანგი მრავალსახოვანი  ჩუქურთმებით  XI ს-ეს მიეკუთვნება. XI საუკუნეშივეა შესრულებული გუმბათზე შემორჩენილი მხატვრობაც. ძეგლი შეაკეთეს და შიგნიდან შელესეს 1852 წელს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge