ცხელი ივლისის ამბები

ცხელი ივლისის ამბები

27.07.2017

cool

ტურინელმა ბიჭებმა დონალდ ტრამპის  ნიღბები მოირგეს და  არაერთი ბანკომატი გაძარცვეს. ბანკომატებს ჯერ აფეთქებდნენ, შემდეგ კი ტეხავდნენ. მხოლოდ ცხელი ივლისის ბოლოს შეძლო იტალიურმა პოლიციამ  „ტრამპზე შეყვარებულების“  დაკავება.

devil

34 წლის როდრიგოს აშშ-დან ჰონკონგში  ჩიფსების ცარიელი ყუთებით შხამიანი კობრები გადაჰყავდა. ის დააკავეს და ალბათ 20 წლით ჩასვამენ ციხეში.

no

ზუგდიდში სწრაფი სესხის კომპანია vivus.ge-ის ოფისი დააყაჩაღეს. დამყაჩაღებელი ერთი პირი ყოფილა, შენობაში ცივი იარაღის მუქარით შეჭრილა და 3200 ლარი წაუღია.

enlightened

ინტუიცია რომ  ინტელექტის უმაღლესი ფორმაა, ეს მე - დიდი ხანია ვიცი, ფორბსის ჟურნალისტი ბრიუს კასანოფი კი ამას 2017 წლის ივლისში მიხვდა...

surprise

 25 ივლისს ახალგაზრდა კაცმა აბაზანა გამოიტანა რუსთაველზე და ბანაობა დაიწყო. ერთმა რუსულმა ტელეკომპანიამ კი ეს სათავისოდ გამოიყენა:“ საწყალ ქართველებს არც წყალი აქვთ და არც შუქიო, პროტესტს კი ასე გამოხატავენო!“

P.S. თუ ასე გააგრძელებთ ბატონებო, მოვა რუსი „საშველად“, შორს რომ არაა - უჩემოდაც კარგად მოგეხსენებათ!

broken heart

ჯერ ბრედ პიტმა ილაპარაკა ჟურნალიტებთან გულახდილად ანჯელინა ჯოლისთან დაშორების თაობაზე, ახლა ანჯელინამ მოგვახსენა თავისი ვერსია. აშკარად გულნატკენია შარშანდელი ამბებით და თავი დიასახლისობით და შვილებზე მომეტებული ზრუნვით გააქვს. მიაჩნია, რომ ჰყავს 6 საუკეთესო შვილი და მათი ცხოვრებით აპირებს ცხოვრებას.  ამჟამად კარგადაა და ამას დიასახლისობას უმადლის. P.S. ქართვლო დიასახლისებო, გული არ გაიტეხოთ, ხედავთ, ჰოლივუდის ვარსკვლავობას რომ სახლის საქმემ აჯობა?!

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge