მასწავლებელი დროშით, პრეზიდენტი კარტოფილით,ნიანგი ჟურნალისტით, ბახუს-დიონისე კი მანქანით

მასწავლებელი დროშით, პრეზიდენტი კარტოფილით,ნიანგი ჟურნალისტით, ბახუს-დიონისე კი მანქანით

18.09.2017

ნანა ჯანაშია

By Nana Janashia

yesსაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დუშეთში კარტოფილის მოსავალი აიღო და მან - ბელორუსული სათესლე კარტოფილის ერთი ტომრიდან 6 ტომარა კარტოფილი მიიღო. 
yesდიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი მარკ პრიტჩარდი საქართველოში და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
enlightenedშუახეველმა მასწავლებელმა სხეფელ პირველკლასელებთან ისეთი ფოტო გადაიღო, რომ ქვეყანა აალაპარაკა. ფეისბუქფოტოდან ჩანს, რომ ბავშვებს ხელში "ქართული ოცნების" დროშები უჭირავთ. ახლა არკვევენ - ეს დროშები ბავშვებმა საკუთარი სურვილით მოიტანეს სკოლაში თუ მასწავლებელმა დაურიგა...
indecisionლვოვის სასამართლომ ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაგავშირებული საქმის განხილვა 18 სექტემბერს კი დაიწყო, მაგრამ 22 სექტემბრისთვის გადადო. სააკაშვილის დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საზღვის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებული პროტოკოლი, არასწორედაა შედგენილი.
broken heartსაქსტატის მიხედვით 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 25 543 ადამიანი დაიბადა, 25 954 კი გარდაიცვალა.
cryingფიქრობენ, რომ 24 წლის ბრიტანელი ჟურნალისტი პოლ მაკლინი, რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული და ბრიუსელში რეპორტიორად მუშაობდა - შრი ლანკაზე ნიანგმა იმსხვერპლა. გარდაცვლილის გვამი პანამის ერთ-ერთი სოფლის სანაპირო ზოლთან აღმოაჩინეს, გარდაცვლილს ფეხზე 7-მდე ჭრილობა აღენიშნება.
frownსაქართველოში ბოლო 3 თვეში, სიმთვრალის გამო მართვის მოწმობა 2 418 პირს ჩამოერთვა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge