ბერძნული კუნძული კორფუ

ბერძნული კუნძული კორფუ

30.10.2017

კერკირა (ბერძნ. Κέρκυρα), ან კორფუ (იტალ. Corfù), ან კორკირა (ლათ. Corcyra) — კუნძული საბერძნეთში, ფართობით მეორე კუნძული (593 კმ²) იონიის კუნძულებს შორის, მოსახლეობა — 111 081 ადამიანი ( 2001წლის მონ.). კორფუ პარალელურად მიუყვება მატერიკის სანაპიროს — 65 კმ-ზე. კუნძულის უმაღლესი წერტილი არის მთა პანტოკრატორი 917 მეტრი.

კუნძული კერკირას ნომის ძირითადი ნაწილია. ადმინისტრაციული ცენტრია-ქალაქი კერკირა.

კუნძული ძალიან თვალწარმტაცია და გარდა სამხრეთ ნაწილისა ძალიან ნაყოფიერი. ძირითადი წარმოებული პროდუქცია - ზეითუნის ზეთი, სამხრეთის ხილები, და ღვინო. მთელ კუნძულზე დაგებულია შედარებით კარგი გზები.

მისი ბერძნული სახელწოდებით კერკირა ან კორკირა უკავშირდება ორი მნიშვნელოვანი წყლის სიმბოლოს: ზღვის ღმერთს პოსეიდონს და ბერძნულ ღვთაებას ასოპოსს. მითის მიხედვით პოსეიდონს შეუყვარდა ასოპოსის ქალიშვილი წყლის ნიმფა და მოიტაცა ის. პოსეიდონმა მიიყვანა აქამდე უცნობ კუნძულზე და შესთავაზა მას სახელი კორკირა როგორც კუნძულის სახელი. რომელიც თანდათან გადაიქცა კერკირად.https://ka.wikipedia.org/wiki

კორფუს მერია. პონტოკრატორის მონასტერი კორფუზე



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge