რკინიგზის სადგური მალმო

რკინიგზის სადგური მალმო

01.12.2017

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

ქალაქ მალმოს  ცენტრალური სადგური არის შვედეთის რკინიგზის სამხრეთ ხაზის ძირითადი სადგური, რომელიც გაიხსნა 1876 წელს. შვედეთში ის  ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სადგურია  და წელიწადში დაახლოებით 17 მლნ მგზავრს ემსახურება. სადგური ცნობილია აგრეთვე თავისი შესანიშნავი არქიტექტურით, რომელიც მე -19 საუკუნის შუა წლების სულისკვეთებით არის გამსჭვალული.

თავად ქალაქი მალმო არის სიდიდით მესამე ქალაქი შვედეთში და მდებარეობს ქვეყნის სამხრეთში. პირველად, ისტორიულ წყაროებში, როგორც ტოპონიმი, მე-12 საუკუნეში - კერძოდ კი 1170 წელსაა ნახსენები მალმუგის (Malmhaug) სახელით, რაც ითარგმნერბა, როგორც ქვიშის გროვა, ხრეში.  1275 წელს კი ნახსენებია როგორც ადგილი, რომელსაც ოფიციალური ქალაქის სტატუსი აქვს.  დღეს მალმო ინტერკულტურული მრავალფეროვნების, შემოქმედების და აქტიური ბიზნეს ცხოვრების სიმბოლოა.  მალმო  მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ცენტრიცაა,  ასევე  გარემოს დაცვის შესახებ ყველაზე თანამედროვე კვლევების წარმოების ადგილი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge