ბარბარობას გილოცავთ!

ბარბარობას გილოცავთ!

16.12.2017

 ბარბარობა17 დეკემბერს აღინიშნება. ბარბარე იყო ფინიკიის ქ. ილიოპოლისის მდიდარი და წარჩინებული მოქალაქის, დიოსკორეს ულამაზესი ქალიშვილი. დიოსკორემ გადაწყვიტა წმინდა ბარბარე ფარულად აღეზარდა და ამისთვის მან თავის მამულში კოშკი ააშენა, სადაც ბარბარე და მისი წარმართი აღმზრდელ- მასწავლებლები ცხოვრობდნენ. ერთხელ,  ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ვაჭრად გადაცმული მღვდელმთავარი ჩავიდა. მღვდელმთავარმა ბარბარე ქრისტიანულად მონათლა. იმ დროს დიოსკორე მდიდრულ აბანოს აშენებდა, რომლის  სამხრეთ კედელში დიოსკორეს ბრძანებით მუშები ორი სარკმლის დატანებას აპირებდნენ. ბარბარემ ისარგებლა მამის შინ არყოფნით და წმინდა სამების ნიშნად, მუშებს მესამე სარკმელიც გააკეთებინა. აბანოს შესასვლელში წმინდა ბარბარემ თავად გამოსახა ჯვარი. აბანოს ქვის საფეხურზე კი საკუთარი ნაფეხური აღბეჭდა, საიდანაც  მოგვიანებით სამკურნალო  წყალმა ამოხეთქა.  ავადმყოფები განსაკურნებლად ამ წყლთან მიდიოდნენ და ჯანსაღდებოდნენ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge