ნიკოლოზობას გილოცავთ!

ნიკოლოზობას გილოცავთ!

19.12.2017

წმიდა  ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, 257 წელს მდიდარ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები – თეოფანე და ნონა დიდი ხნის მანძილზე ევედრებოდნენ ღმერთს, ებოძებინა მათთვის შვილი. მათ აღთქმა დადეს, თუ მემკვიდრე შეეძინებოდათ, მას უფალს მიუძღვნიდნენ და ღვთისმსახურად აღზრდიდნენ.

წმიდა ნიკოლოზი დაიბადა თუ არა, მისი სნეული  დედა განიკურნა. ჩვილობისას, წმინდა ნიკოლოზი  დედის რძესაც ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს, მწუხრის ლოცვის დასრულების შემდეგ იღებდა.

წმ. ნიკოლოზი ყრმობიდანვე  მთელ დღეს ტაძარში ატარებდა,  ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა იგი ჯერ მედავითნედ დანიშნა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა.

წმიდანი სიყვარულით შეუდგა დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული ქონება ღარიბებს დაურიგა.

 ერთხელ გემზე ყოფნისას წმინდა ნიკოლოზმა  სასწაული ორჯერ აღასრულა: გამძვინვარებული სტიქია ჩააწყნარა ლოცვით, შემდეგ კი ანძიდან ჩამოვარდნილი მეზღვაური ფეხზე უვნებლად წამოაყენა.

წმ. ნიკოლოზი უდაბნოში აპირებდა წასვლას, რათა იქ განდეგილის ცხოვრებით ეცხოვრა, მაგრამ ღვთაებრივმა ხმამ მას სამშობლოში დაბრუნება ურჩია.

მირონ–ლუკიაში დაბრუნებული წმიდა ნიკოლოზი კვლავ განმარტოებისაკენ ისრაფვოდა, მაგრამ მას თვითონ უფალი გამოეცხადა და ძვირფასი თვლებით შემკული სახარება უბოძა, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ომოფორი უწყალობა.  ამ ჩვენებიდან მალე, წმიდა ნიკოლოზი მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსად აირჩიეს.  ქისტიანობის მდევნელი დიოკლეტიანეს მეფობის დროს, მღვდელმთავარი ნიკოლოზი საპყრობილეში ჩასვეს.

კონსტანტინე დიდის გამეფების შემდეგ კი  მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი გაათავისუფლეს და თავის საქმეს დაუბრუნეს. 325 წელსსხვა წმიდა მამებთან ერთად  წმინდა ნიკოლოზი  შეურიგებლად ამხელდა ალექსანდრიელი ხუცესის, მწვალებელი არიოზის ცრუ მოძღვრებას. ამ კაცის უტიფრობამ  სიმშვიდის ხატად ცნობილ წმ. ნიკოლოზსაც დააკარგვინა მოთმინება და ცრუ მოძღვარს კვერთხი ჩაარტყა. ამ სქაციელის გამო მას  მღვდელმთავრის პატივი აეყარა და ომოფორი ჩამოერთვა. მაგრამ კრების მონაწილე რამდენიმე მამას ზეგარდამო ჩვენებით ეუწყა, რომ წმ. ნიკოლოზი მღვდელმთავრად თვით უფალმა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხეს. ამის შემდეგ მას უწინდელი ღირსება აღუდგინეს.

წმიდა ნიკოლოზი  მირონ–ლუკიაში ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. მხოლოდ 1087 წელს მისი წმიდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა თავიანთ ქალაქში გადაასვენეს.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge