მირქმა

მირქმა

15.02.2018

სვიმეონ მიმრქმელი ყოფილა ერთ-ერთთაგანი ბიბლიის იმ სამოცდაათორმეტ მთარგმნელს შორის, ვინც ძველი აღთქმის წიგნები თარგმნა ებრაულიდან ბერძნულ ენაზე.

სვიმეონ მირქმელმა იხილა, რომ მოდის ის ყრმა ქალწულისაგან შობილი, ვისგანაც მან შენდობა უნდა ითხოვოს. საოცარია სიტყვები მართლაც სვიმეონ მიმრქმელისა “აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო მშვიდობით რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი…” ანუ მან აღიარა იესო მაცხოვრად, ქალწულისაგან შობილი მესია.

მირქმა (მიგებება) – შობიდან მეორმოცე დღეს ხდებოდა ტაძრად ყრმის მიყვანა და მის სახელზე მსხვერპლის შეწირვა. მდიდრები წირავდნენ თავისი ქონებიდან უმეტესს, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ცხვარი, ხოლო ღარიბები წირავდნენ საშუალოზე უფრო ნაკლებ მსხვერპლს, ეს იყო ორი მართვე.

მაცხოვრისათვის იოსებმაც შესწირა ორი მართვე, როგორც ღარიბი ოჯახის უფროსმა. მირქმის დღეს წინასწარმეტყველ სვიმეონ მირქმელს ქონდა ჩვენება რომ არ მოკვდებოდა მანამდე, ვიდრე არ იხილავდა მაცხოვარს, ქვეყნად მოსულს და შემდგომ კი აღესრულებოდა და მართლაც ამ დღეს მან იხილა რა მაცხოვარი მიირქვა მან მკლავთა თვისთა, აიყვანა ხელში ანუ ძველი ქართულით გამოითქმის რომ მიირქვა გულსა შინა თვისსა, ამიტომ დაერქვა მირქმა.

მირქმა   VI საუკუნემდე განსაკუთრებული ზეიმით არ აღინიშნებოდა. 528 წელს, იმპერატორ იუსტინიანეს  (527-565) დროს, ანტიოქიას თავს დაატყდა საშინელი მიწისძვრა, რომელსაც მრავალი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ უბედურებას მეორე დაერთო – შავი ჭირის ეპიდემია: ყოველდღე რამდენიმე ათასი კაცი იხოცებოდა. ამ განსაცდელის ჟამს ერთ კეთილმსახურ ქრისტიანს ზეგარდმო ეუწყა, რომ მირქმის დღესასწაული უფრო საზეიმოდ აღენიშნათ, და, როდესაც ამ დღეს ღამისთევის ლოცვები და ლიტანიობა აღასრულეს, ბიზანტიაში უბედურებათა წყება შეწყდა. ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, 544 წელს, ეკლესიამ განაჩინა, მირქმა (მიგებება) უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი უფრო საზეიმოდ აღენიშნათ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge