ვარსკვლავები პოლიტიკაში, პოლიტიკოსი ველოსიპედზე

ვარსკვლავები პოლიტიკაში, პოლიტიკოსი ველოსიპედზე

19.02.2018

1. BBC-ის ინფორმაციით "შიმშილის თამაშების" ვარსკვლავი ოსკაროსანი  ჯენიფერ ლოურენსი არასამთავრობო ანტიკორუფციული  ორგანიზაციის, Represent.Us-ის  საბჭოს წევრი გახდა, რის გამოც თავის პროფესიას დროებით დაემშვიდობა. Represent.Us-ის მიზანია  სხვადასხვა კანონპროექტის გატარებით  პოლიტიკური მექრთამეობის  შეწყვეტა.  ლოურენსმა პოლიტიკური აქტიურობა 2015 წელს დაიწყო, მან  პირველმა აიმაღლა ხმა იმაზე, რომ ჰოლივუდში მოღვაწე ქალებს ანაზღაურება მამაკაცებისაზე ნაკლები აქვთ. შემდეგ, ლოურენსი  შეუერთდა ლოს ანჟელესში გამართულ აქციას, რომელიც ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობას ეხებოდა. 

2. 19 თებერვალს ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოების 71-ე ცერემონიაზე (Bafta)  ქალებზე ძალადობას პროტესტის ნიშნად ცნობილი  ვარსკვლავები შავებში ჩაცმულები მივიდნენ.მუქი მწვანე კაბა ეცვა მხოლოდ სამეფო ოჯახის რძალს, 7 თვის ფეხმძიმე ქეით მიდლტონს.

3. დიდ ბრიტანეთში სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ სხვადასხვა ცნობილი მსახიობის მიერ  ფონდი შეიქმნა, რომელშიც  კირა ნაითლის, ემა ტომფსონსა, ტომ ჰიდლსტონმა და ემა უოტსონმა  სოლიდური თანხები უკვე  გადარიცხეს . ფონდის მიზანი  სექსუალური შევიწროების ფაქტების შემცირებაა.

4. ჯორჯ და ამალ კლუნები ერთმანეთს 2013 წელს საერთო მეგობრის სახლში შეხვდნენ და 2014 -ში იქორწინეს. ლამაზი, მხიარული და ჭკვიანი ადვოკატი ცოლად გაჰყვა თავისზე ასაკით უფროს ვარსკვლავს. ამჟამად მათ ტყუპები - ელა და ალექსანდერი ყავთ. ჯორჯ კლუნს ცოლი და შვილები საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარს.

5. 16 თებერვალს,  ჰოლანდიელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ექსპრეზიდენტი და ა.შ. და ა.შ.  მიხეილ სააკაშვილი ამსტერდამის ცენტრში ველოსიპედით ბედნიერად მოსეირნე ჰპოვეს... By N.J.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge