ნოვრუზ ბაირამი და სხვა

ნოვრუზ ბაირამი და სხვა

21.03.2018

ნანა ჯანაშია

By Nana Janashia 

1. სოფელ ორსანტიაში (ზუგდიდი) წითელ წიგნში შეტანილი 400 წლის კავკასიური ცაცხვი დგას. 
2. სერიალ Sex and The City-ში მირანდას როლის შემსრულებელი, სინტია ნიქსონი ნიუ-იორკშია დაბადებული. კარგად იცნობს ამ ქალაქს და ამიტომ გადაწყვიტა რომ 2020 წელს ნიუ-იორკში გუბერნატორად იყაროს კენჭი. ფიქრობს, რომ აქვს უნარი - მოუგვაროს ხალხს პრობლემები.
3. ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა პოსტსკრიპტუმის ერთ-ერთი სიუჟეტის წარდგენისას თქვა: "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".
ეს სიტყვები ე.წ. ქართული მარშის ( რომელიც ირმა ნადირაშვილის თქმით: რუსული მახინჯი იდეოლოგიის გაერთიანებააა) წევრებმა "რელიგიური გრძნობების შეუარცხყოფად“ მიიღეს და გადაცემიდან მეორე დღეს რუსთავი 2-ს შენობასთან შეიკრიბნენ. რადგან გაბუნია მანქანაში იყო, მის ნაცვლად სხვა ჟურნალისტი - დავით ერაძე ცემეს. 
საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, გიორგი გაბუნია გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებდა. 
4. Banksy - ბრიტანელი გრაფიტის მხატვარია. ბრიტანეთში კედელი აღარ დარჩა მოუხატავი და ახლა, ნიუ-იორკი გახდა მისი სამოღვაწეო არეალი.
5. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2010 წლის თებერვალში მიიღო რეზოლუცია, რომელმაც 21 მარტი "ნოვრუზის საერთაშორისო დღედ" გამოაცხადა . 2010 წლიდან ნოვრუზ ბაირამი საქართველოში სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. ნოვრუზი სპარსულად "ახალ დღეს" ნიშნავს. ესაა დღეღამსწორობის დღესასწაული, რადგან თვლიან , რომ 21 მარტიდან, დღე და ღამე ერთმანეთს უტოლდება. ბუნებაც ამ დროს იწყებს გამწვანებას, ანუ დედამიწა ახალ ცხოვრებას ამიტომ აზერბაიჯანლები და 10-ზე მეტი სხვა ერი ამ დღეს ზეიმობს ახალ წელს. 
6. თუ ქალის თანამედროვე ჩაცმულობა მოკრძალებულია, იმ შემთხვევაში საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანი არ თვლის სავალდებულოდ ჰიჯაბის (თავსაბურავი) და აბაიას (გრძელი მანტია) ტარებას. ქალების მოკრძალებულ ჩაცმულობაზე გადასვლის შესახებ კანონი ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ რადგან მემკვიდრე მუჰამედმა ქალებს მანქანის მართვის და სპორტულ ღონისძიებებზე სტადიონზე დასწრების უფლება უკვე მისცა, იმედოვნებენ რომ ეს დღეც მალე დადგება.
7. მკვლელობიდან 26 დღიანი ტყვეობის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 20 მარტს ერგნეთის საგუშაგოდან, წითელი ჯვრის დახმარებით გადმოასვენეს და ოჯახს დაუბრუნეს. 
8. ახალი საქართველო
ევროპელი დემოკრატები
ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
თავისუფალი დემოკრატები
ლეიბორისტული პარტია
მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის
რესპუბლიკური პარტია
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის
ეს ის ოპოზიციური პარტიები გახლავთ, რომლებსაც მიუღებლად მიაჩნიათ ჟურნალისტების დაშინება და მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა. 
"რეალურად რუსეთის სპეც. სამსახურების მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად მართული "რუსული მარშის" წარმომადგენლები ამ ქმედებებით ბრძოლას უცხადებენ არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ, დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, არამედ, ქართულ სახელმწიფოსაც, რომლის ერთერთი მთავარი მონაპოვარია ხსენებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი. ტელეკომპანიის ჟურნალისტისათვის მიყენებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგრეთვე, მისთვის უკანონოდ, ძალადობის გზით გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, ადასტურებს, რომ ძალადობის აქციის ორგანიზატორებს და მათ უკან მდგომ ძალებს სურთ ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია და მათთვის მისაღებია ყველა აზრის თუ პოზიციის მხოლოდ ძალისმიერი გზით აღკვეთა,"- წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge