უნიკალური კვირა დღე

უნიკალური კვირა დღე

02.02.2020

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

დღეს, უნიკალური  კვირა დღე გაგვითენდა,  ანუ 02/02/2020!  ეს რვაციფრიანი პალინდრომი (პალინდრომი (ბერძ. Παλίνδρομος [palíndromos]— „უკუღმა მოძრავი“) — სიტყვა, ფრაზა ან ლექსი, რომელიც წაღმა და უკუღმა ერთნაირად იკითხება. მაგ., ატამი ითესა, ასეთი იმატა (ხალხური). პალინდრომი გავრცელებული იყო აღმოსავლეთ სამყაროში, გვხვდება ძვ. ბერძნულ პოეზიაშიც. ძვ. ქართულში მას „წაღმა-უკუღმა წასაკითხავი ლექსი“ და „შუამბრუებული ლექსი“ ერქვა.) 0202020 არის იშვიათი თარიღი, რომელიც წაღმა-უკუღმა ერთნაირად იკითხება. ასეთი რამ 101 წელიწადში ერთხელ ხდება, ანუ მომავალში მოხდება 3030 წლის 3 მარტს. პირველი მსგავსი თარიღი ამერიკელი მეცნიერის, პორტლანდის უნივერსიტეტის პროფესორის აზიზ ინანის აზრით 900 წლის წინ დაფიქსირდა - 11/11/1111 ანუ ათას ასთერთმეტი წლის თერთმეტ ნოემბერს. პროფესორი ინანი ელექტროინჟინერია. იკვლევს თარიღებს და მათში  ხედავს ისეთ თავსატეხს, რომელთა ამოხსნითაც მუდამ  შეუძლია იყოს დაკავებული.

 ინანი ელექტრონული ინჟინერიის პროფესორია. წარმოშობით არის სტამბოლელი თურქი, რომელმაც თავდაპირველი საუნივერსიტეტო განათლება მიიღო ანკარის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Middle East Technical University (M.E.T.U.). 1978 წლიდან სწავლობს ამერიკის შეერთსებულ  შტატებში, კერძოდ კი კალიფორნიაში (San José State University) -ში, სადაც ღებულობს ბაკალავრის ხარისხს,  სტენფორდის უნივერსიტეტში ხდება ჯერ მაგისტრი, შემდეგ კი დოქტორი. ასისტენტ-პროფესორად მუშაობას იწყებს როჩესტერის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (ნიუ- იორკი), შემდეგ სან- ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად. რაღაც პერიოდი ბრუნდება თურქეთში, როგორც  ასოცირებული პროფესორი ანკარის ბილკენტის უნივერსიტეტში. 1989 წლიდან დღემდე არის ორეგონში, პორტლანდის უნივერსიტეტის პროფესორი.

მასალა მომზადდა ნაწილობრივ USA TODAY-ზე დაყრდნობით.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge