პანდემიისას აყვავებული ლაქშერი ფრენები

პანდემიისას აყვავებული ლაქშერი ფრენები

18.05.2020

გიორგი (გიო) კუხიანიძე

By George (Gio) Kukhianidze

პანდემიამ ააყვავა ბიზნეს ავიაცია, რომელმაც ავიაკომპანიებს დაავიწყა ურთიერთშორის კონკურენცია. ახლა, მდიდარი მგზავრები  ქირაობენ კერძო თვითმფრინავებს და ეს დიდძალი თანხა  უჯდებათ, მაგრამ, რადგან კუნძულიდან კუნძულზე ფრენებს არიან მიჩვეულები, სხვაგვარად არ შეუძლიათ. უკვე, ასეთი ფრენები ერთი ადამიანისთვის ეკონომკლასის ბილეთის ფასს გაუტოლდა და ლაქშერი გადაფრენები ჩვეულებრივმა ხალხმაც დაიწყო შემდეგი მეთოდით - ისინი ჯერ  ამხანაგდებიან და აკრეფილი თანხით კერძო თვითმფრინავს ქირაობენ. რეგულარული რეისებით ფრენას კერძო თვითმფრინავით მგზავრობა რა თქმა უნდა სჯობს, რადგან  კომფორტულიცაა და პრესტიჟულიც. ახლა, ამ პანდემიის დროს, საკუთარი ქვეყნის გარეთ დარჩენილმა არაერთმა ადამიანმა ისარგებლა ბიზნეს ავიაციით. დეზინფექციაჩატარებულ კერძო თვითმფრინავების სალონებში მგზავრები ნიღბებით და დამცავ კოსტუმებში გამიწყობილები შეჰყავთ. რამდენიმე საათში კი ისინი სასურველ ქალაქებში არიან.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge