წმ.ნიკოლოზის წმ.ნაწილების ქ.ბარში გადასვენების დღე

წმ.ნიკოლოზის წმ.ნაწილების ქ.ბარში გადასვენების დღე

22.05.2020

22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

წმინდა ნიკოლოზი ლუკიის მხარის ქალაქ პატარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მას მდიდარი და ღარიბთა მოწყალე მშობლები ჰყავდა -  თეოფანე და ნონა. ღმერთმა მათ სასწაულთმოქმედი ვაჟი უბოძა. სასწაულთმოქმედების უნარი  ნიკოლოზმა პატარაობიდანვე გამოამჟღავნა.

წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge