ედმუნდ ბლერი ლიითონი Edmund Blair Leighton

ედმუნდ ბლერი ლიითონი Edmund Blair Leighton

26.07.2020

ედმუნდ ბლერი ლიითონი  ინგლისერი მხატვარია. დაიბადა 1852 წელს და ის იყო ისტორიული ჟანრის სცენების მხატვარი. იცხოვრა 70 წელი. მხატვრის შვილი იყო. მიიღო სამხატვრო განათლება. მეუღლე, ორი შვილი და ათასობით ისეთი ნახატი დატოვა, რომელიც დღემდე არის მოთხოვნადი.  მისი სპეციალიზაცია  ბრიტანეთის გეორგიანულ ეპოქას, რეგენტობის პერიოდს და შუასაუკუნეებს მოიცავდა. ბრიტანეთის იმპერიის გეორგიანულ ეპოქად (Georgian era) მიჩნეულია 1714-1830 წწ. ასე იმიტომ ეწოდა, რომ ამ დროს ინგლისს მართავდნენ ჰანოვერის დინასტიის მეფეები - George I, George II, George III, George IV. გიორგების 100 წლიანი მმართველობის ეპოქამ ბევრი სიახლე შესძინა დიდ ბრიტანეთს და მთლიანად მსოფლიო კულტურასა და არქიტექტურას.

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რეგენტობის  პერიოდი იყო გეორგიანული ეპოქის  ბოლოს, როდესაც მეფე გიორგი III-ს ავადმყოფობის გამო ქვეყნის მართვა არ შეეძლო და მისი ვაჟი განაგებდა დიდ ბრიტანეთს, როგორც პრინცი რეგენტი.  გიორგი III- ის გარდაცვალებისთანავე, 1820 წელს, პრინცი რეგენტი გახდა მეფე გიორგი IV.

P.S. რეგენტი  მონარქიულ ქვეყნებში სახელმწიფოს დროებით მმართველს ნიშნავს.

ედმუნდ ბლერი ლიითონის საქორწილო მხატვრობა არის გამორჩეულად საინტერესო, ასევე რეგენტობის პერიოდის რომანტიკული სცენები.

ნანა ჯანაშია

By Nana Janashia



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge