აგვისტოს სტრასბურგი

აგვისტოს სტრასბურგი

07.08.2020

სტრასბური, სტრასბურგი (ფრანგ. Strasbourg [stʀazˈbuʀ]; გერმ. Straßburg; ელზასურად : Schdroosburi) — ქალაქი საფრანგეთში. ელზასის ისტორიული დედაქალაქი და საფრანგეთის დეპარტამენტ ქვემო რაინის ადმინისტრაციული ცენტრი. სტრასბურგში მდებარეობს ევროპის საბჭო. ევროპის საბჭო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა წამყვან ორგანიზაციას ევროპის კონტინენტზე. ის აერთიანებს 47 წევრ სახელმწიფოს, რომელთა შორის 28 ევროკავშირის წევრია. ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას ხელმოწერილი აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, რომელიც შექმნილია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.1999 წლის 27 აპრილს საქართველო ევროპის საბჭოს 41-ე წევრი ქვეყანა გახდა. მას შემდეგ, თანამშრომლობის მთავარი მიზანია ქვეყნის მხარდაჭერა.  2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისამდე ანუ 6 თვის განმავლობაში საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო. ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას 6 თვეში ერთხელ ინგლისური ანბანის რიგითობის მიხედვით ირჩევენ. საქართველო თავმჯდომარე ქვეყანა პირველად წელს იყო და ამის აღსანიშნავად მთელი 6 თვე სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი მოძრაობდა.

გთავაზობთ თამარ ჯანაშია-გვილავას ფოტორეპორტაჟს აგვისტოს სტრასბურგიდან.

.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge