კუნძული ვენი

კუნძული ვენი

18.01.2021

ნანა ჯანაშია /Nana Janashia

კუნძული ვენი, რომელიც ბალტიის ზღვაში დანიასა და შვედეთს შორის ერესუნის სრუტეში მდებარეობს და ლანდსკრუნას (შვედეთი) მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია, თავის დროზე უდიდეს ასტრონომიულ ცენტრს წარმოადგენდა. დანია~ნორვეგიის მეფემ ფრედერიკ მეორემ ის ასტრონომ ტიხო ბრაჰ(გ)ეს უსახსოვრა. ეს მოხდა 1576 წლის 23 მაისს. ტიხო ბრაგე ექსცენტრიული კაცი ყოფილა და მის ირგვლივ არაერთი მითი არსებობს. ამბობენ, რომ მან ცხვირი დუელის დროს დაკარგა და შემდეგ თავისი ხელით დაიმზადა ოქროს და სპილენძის  პროტეზები. ოქროს ცხვირს განსაკუთრებულ შემთხვევებში იკეთებდა, სპილენძისას კი ყოველდღიურობაში ხმარობდა. თავის ციხე-სიმაგრეში ტიხოს ჰყავდა ჯუჯა კლოუნი სახელად ჯეპი და მოშინაურებული ლოსი, რომელიც იმის გამო მოკვდა, რომ ერთ საღამოს პატრონთან ერთად ბევრი ლუდი დალია. საკუთარი გარდაცვალებაც უცნაური ჰქონდა ტიხო ბრაგეს. თურმე, მას არ უყვარდა ბანკეტების დროს  სუფრიდან ადგომა და შარდს ამის გამო იკავებდა. შედეგად შარდის ბუშტი გაუსკადა.  დანიელი მეცნიერებისა და ისტორიკოსების მოსაზრებით კი ის მოწამლეს მერკურით ანუ ვერცხლის წყლით (თერმომეტრის შიგთავსი, რუსულად რტუტ). კუნძული ვენი ცნობილია სწორედ ტიხო ბრაგეს ასტრონომიული ობსერვატორიით და სწორედ მის დასათვალიერებლად ჩამოდის ამ კუნძულზე ბევრი. კუნძულ ვენზე არაერთი სასტუმროა. გადაადგილება ხდება ფეხით ან ველოსიპედებით. აქ დასვენების მოყვარულები ლანდსკრონადან, სკონეს ჰელსინბორგიდან და კოპენჰაგენიდან  ბორნებით მოემგზავრებიან. 

ფოტოები ეკუთვნის მხოლოდ Palimfsesti.ge-ის.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge