ჩამოვიარე შროშასა, ქალი იჭერდა შროშანსა

ჩამოვიარე შროშასა, ქალი იჭერდა შროშანსა

05.02.2021

 ზესტაფონის სოფელ შროშაში მოიპოვება ისეთი თიხა, რომლისგანაც კერამიკული ნაწარმი მზადდება. აქაური ოსტატების ნახელავი თიხის ნაკეთობები ზედ ტრასაზეა გამოფენილი და მისი შეძენა შეუძლია როგორც ქართველ მგზავრს, ასევე უცხოელ ტურისტსაც. სწორედ სოფლის ტრასასთან სიახლოვემ ხელი შეუწყო იმას, რომ შროშაში დამზადებული თიხის ჭურჭელი კარგად იყიდება და მან მსოფლიოში გაითქვა სახელი.
ერთ-ერთი მოსაზრებით სოფელს შროშა იმიტომ დაარქვეს, რომ აქ ადრე იზრდებოდა ბევრი შროშანი (ლათ. Lilium). არსებობს  ამ მოსაზრების დამადასტურებელი გამონათქვამიც: „ჩამოვიარე შროშასა, ქალი იჭერდა შროშანსა."

ჩვენც, უცხოელ მეგობრებთან ერთად, არაერთხელ შევჩერებულვართ შროშაში, რათა თიხისგან შექმნილი ეს საოცარი ჭურჭელი შეგვეძინა.

(By N.J.)

 




 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge