ჰარტლენდი - „გულის ქვეყნები“ (Heartland)

ჰარტლენდი - „გულის ქვეყნები“ (Heartland)

22.06.2021

ვიკი კუხიანიძე / Vic Kukhianidze
წყაროებზე დაყრდნობით შედგენილი დაიჯესტი
ჰარტლენდი - „გულის ქვეყნები“ (Heartland).

Sir Halford John Mackinder (15 February 1861 – 6 March 1947) was an English geographer, academic and politician, who is regarded as one of the founding fathers of both geopolitics and geostrategy. He was the first Principal of University Extension College, Reading (which became the University of Reading) from 1892 to 1903, and Director of the London School of Economics from 1903 to 1908. While continuing his academic career part-time, he was also the Member of Parliament for Glasgow Camlachie from 1910 to 1922. From 1923, he was Professor of Geography at the London School of Economics.

ბრიტანულმა გეოპოლიტიკურმა სკოლამ, ბრიტანეთის იმპერიის სტატუსის დაკარგვის შემდეგ მის მარგინალიზაციამდე, შემოგვთავაზა გლობალური გეოპოლიტიკური კონცეფცია. ის ჩამოაყალიბა ინგლისელმა გეოგრაფმა და გეოპოლიტიკოსმა ჰელფორდ ჯონ მაკინდერმა 1904 წელს თავის ნაშრომში ისტორიის გეოგრაფიული მდებარეობა. მოგვიანებით, მისი კონცეფცია იცვლებოდა მსოფლიო ომების ზეგავლენით ნაშრომებში დემოკრატიული იდეალები და სინამდვილე“ (1919) და მსოფლიოს შეძენა და დედამიწის სრულყოფილება“ (1943). მაკინდერი ამოდიოდა მსოფლიოს შესახებ, როგორც ერთიან გეოგრაფიულ და პოლიტიკურ მთლიანობაზეწარმოდგენიდან, რომელშიც, განსაკუთრებით „კოლუმბის ერის“ შემდეგ, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიდან და ევროპის გლობალური გაფართოებიდან უმთავრეს გასაღებს წარმოადგენდა სახმელეთო და საზღვაო სახელმწიფოების დაპირისპირება.

მაკინდერი გამოყოფს პლანეტის ორ მაკროგეოგრაფიულ ზონას - საოკეანო ნახევარსფეროს (დასავლეთ ნახევარსფერო და ბრიტანეთის კუნძულები) და კონტინენტურ ნახევარსფეროს ან მსოფლიო კუნძულს — ევრაზია და აფრიკა, რომელიც კაცობრიობის განსახლების ძირითად ზონას წარმოადგენს. მსოფლიო კუნძულის ცენტრალურ ზონას წარმოადგენს ჰართლანდიზონა, რომელიც, პრაქტიკულად, მიუწვდომელია ზღვით შესაღწევად (რუსეთის ვაკე, დასავლეთ ციმბირი და შუა აზია). ჰართლანდი წარმოადგენს კონტინენტური ძალების კონცენტრაციის წყაროს, რომელსაც შეუძლია მართოს მთელი მსოფლიო კუნძული, ართმევს რა კუნძულის რაიონებს საზღვაო შეჭრისათვის ხელსაყრელ შიდანახევარწრეზე კონტროლს, რომელიც ასევე, პარალელურად წარმოადგენს ჰართლანდის დამცავ ბუფერს და საზღვაო სახელმწიფოების ექსპანსიის ობიექტს.

თავად საზღვაო სახელმწიფოები ეფუძნებიან გარე ნახევარწრეს, მიაკუთვნებენ რა საკუთარ თავს ამ ნახევარწრეს ამერიკაბრიტანეთიიაპონიასამხრეთი აფრიკა. ჰართლანდში განლაგებული შუა სახელმწიფოები წარმოადგენენ მჭიდრო, მაგრამ ნაკლებადმობილური სტრუქტურის მქონე სახელმწიფოებს, რომელთა გარშემო ხორციელდება უფრო გაცხოველებული პოლიტიკური, სპირალური ურთიერთობები. მაკინდერის თეორიის შემდგომ მოდიფიცირებისას შენარჩუნდა საზღვაო სახელმწიფოების მუქარის საფრთხის მოტივი, რომელსაც წარმოადგენს ჰართლანდის სახელმწიფო და ჩვეულებრივ, ეს სახელმწიფო ასოცირდება რუსეთთან. ამიტომ მაკინდერმა წამოაყენა გლობალური დომინირების კონცეფცია. დასავლეთის გეოპოლიტიკაში ჰართლანდიდან ექსპანსიის თემებს უზარმაზარი ადგილი უკავია უპირველეს ყოვლისა, ამერიკულ გეოპოლიტიკურ სკოლაში.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრიტანელმა გეოპოლიტიკოსებმა პირველებმა შემოიტანეს „ზესახელმწიფოს“ ცნება, თუმცა ბრიტანეთის იმპერიას, რომელმაც განიცადა ამ ომში ზარალი და დაკარგა კოლონიები ასეთ „ზესახელმწიფოდ“ გახდომა არ ეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი სამხედრო–პოლიტიკურ ბლოკ ნატოს აქტიური წევრია, მისი დამოკიდებულება გეოპოლიტიკურ კონცეფციასთან „ერთიანი ევროპა“ არის თავშეკავებული. ის შეუერთდა ევროკავშირს, მაგრამ შეუძლებლად ჩათვალა მიეღო მისი კონსტიტუცია და ერთიანი ვალუტა ევრო.

1919 წელს ჰელფორდ მაკინდერი დანიშნულ იქნა დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისრად რუსეთის სამხრეთში. ის იყო დიდი ანტიბოლშევიკი. მის მოვალეობას შეადგენდა, შეეტყობინებინა ინგლისის მთავრობისათვის ინფორმაცია გენერალ დენიკინის ანტიბოლშევიკური ძალების მდგომარეობის შესახებ. მაკინდერი აძლევდა ინგლისის მთავრობას რეკომენდაციებს – გაეძლიერებინათ მხარდაჭერა თეთრი რუსეთისათვის.

წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%

https://www.thoughtco.com/what-is-mackinders-heartland-theory-4068393



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge