ბარბარობა 2022

ბარბარობა 2022

16.12.2022

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია)

წმინდა ბარბარე ბავშვების მფარველად ითვლება. მას ევედრებიან ყრმათა განკურნებას, ასევე შვილიერებას და სიცოცხლის  დაცვას. საქართველოში ბარბარობასთან დაკავშირებით სუფრისთვის მიღებულია: ხაჭაპურები, ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ლობიანები, წითელი ფხალისგულიანი და გოგრისთესლიანი ხაჭაპურები,  მუხუდოს ან ოსპისგულიანი პურებიც. აუცილებელია მარცვლეული, რომლის მობნევაც ოჯახში მეკვლის მიერ ხდება და  უმნიშვნელოვანესი რიტუალია დღემდე.
ბარბარობის სუფრას ლობიანების გარდა უნდა ამშვენებდეს მოხარშული გოგრის ნაჭრები ან ბრინჯის და ბოსტნეულის შიგთავსიანი შემწვარი გოგრა და შემწვარი  თევზი, ქინძმარში ან ბაჟეში  ჩაწყობილი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge