ღირსი მამა პატაპი - ბოროტ სულთა განსხმის ნიჭის მფლობელი

ღირსი მამა პატაპი - ბოროტ სულთა განსხმის ნიჭის მფლობელი

21.12.2022

ქალაქ თებეში, კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა ღირსი მამა პატაპი. სრუწლოვანების მიღწევისთანავე ის ეგვიპტის უდაბნოში განმარტოვდა. ღირსმა მამამ თავისი ასკეტური ცხოვრებით შორს გაითქვა სახელი, მასთან მიდიოდა ურიცხვი ხალხი რჩევისა და ნუგეშის სათხოვნელად. ღირს მამას განმარტოება სურდა, ამისთვის ის გაეშურა კონსტანტინოპოლში და ვლაქერნის ტაძრის მახლობლად, ქალაქის გალავანთან თავისთვის სენაკი მოიწყო. უფალმა თავის რჩეულს კურნებისა და ბოროტ სულთა განსხმის ნიჭი მიმადლა. მალე მისი წმინდა სახელი აქაც გახმიანდა. ღირსი პატაპი ღრმა მოხუცებულობაში მიიცვალა. ღირსი პატაპის ხსენების დღეა 21 დეკემბერი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge