შვედ-ქართველი მომღერალი საბინა ჭანტურია

შვედ-ქართველი მომღერალი საბინა ჭანტურია

18.05.2014

საბინა ჭანტურია არის 22 წლის ძალიან ნიჭიერი მუსიკოსი, რომელიც წერს ლექსებს, მუსიკას და უკრავს. საბინა დედით  შვედი,  მამით  ქართველია. მარტში მან, მთელი თვე დაჰყო ლოს ანჟელესში. საბინა შტატებში შვედეთის კულტურის ფონდიდან მიღებული გრანტის საფუძველზე იმყოფებოდა. ლოს ანჯელესში მან  ორი,, საკუთარ მუსიკაზე და ტექსტზე შექმნილი სიმღერა ჩაწერა. ლოს ანჟელესში ამ სიმღერების ჩაწერაზე საბინა ცნობილ ამერიკელ პროდიუსერ კევინ ჯერვისთან (Kevin Jarvis) ერთად მუშაობდა. საბინას კლიპის რეჟისიორი გახლავთ ამერიკელი  (Chad Schollmeyer) ჩად შოლმაიერი.  რეჟისიორი  ჩადი საბინათი მას შემდეგ დარჩა აღტაცებული, რაც, მომღერლის საავტორო სიმღერა ”Spiderweb”(ობობას ქსელი) მოისმინა  და შესთავაზა გაეკეთებინა ამ სიმღერის მუსიკალური კლიპი. კლიპში  მონაწილეობა მიიღო ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა რაიან ფრენსისმა (Ryan Francis), რომელიც ამერიკული ტელესერიალების ვარსკვლავად არის აღიარებული.  საბინამ შტატებში ორი კონცერტი გამართა - ლოს ანჟელესში და  სან დიეგოში.  ის ძალიან კმაყოფილი დარჩა თავისი შემოქმედებითი ტურნეთი და მომავალშიც გეგმავს ამერიკელ პროდუსერთან და რეჟისიორთან თანმშრომლობას.

 

 საბინას მუსიკალური კარიერის გზა კი ასე დაიწყო:  2010 წელს, შვედეთში დაამთავრა მუსიკალური გიმნაზია და უნივერსიტეტის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა. გახდა მუსიკალური კონკურსის „პუბლიკის ფავორიტის“ გამარჯვებული. ამას მოჰყვა სერიოზულ მუსიკალურ კონკურსში გაიმარჯვა და საბინა არჩეულ იქნა (World Champhionship of Performing Arts) ჰოლივუდში გამართულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. ჰოლივუდში დამყარებულმა კონტაქტებმა სუფუძველი ჩაუყარეს მის შემდგომ წინსვლას და ამერიკასთან დაკავშირებულ წარმატებებს.

 საბინა ჭანტურიას ძალიან უყვარს საქართველო.  ის თავისი მოღვაწეობის სფეროდ შვედეთთან და ამერიკასთან ერთად საქართველოსაც განიხილავს.  რამდენიმე გამოსვლა და კონცერტი საქართველოში უკვე ჰქონდა, რასაც მოჰყვა სატელევიზიო ინტერვიუები „იმედზე“ და „რუსთავი2-ზე“.  საბინას მუსიკალური ბუნება  იმ ქართველი ბებიისგან მოსდგამს, რომელიც  იმდროინდელ მუსიკალურ წრეებში ნიჭიერი მომღერლად იყო მიჩნეული. საბინა ცდილობს გააღრმავოს კონტაქთები ქართველ მუსიკოსებთან.  თვლის, რომ  მუსიკალური კარიერა არაა მარტივი და სერიოზულად შრომობს დასამკვიდრებლად.  საბინა ამბობს: მთავარია იყო მიზანდასახული და გამბედავი,  რომ გამოხატო შენი განცდები და შთაბეჭდილებები.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge