სამი საელჩოს განცხადება არჩევნებზე

სამი საელჩოს განცხადება არჩევნებზე

17.06.2014

შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოთა ერთობლივი განცხადება ადგილობრივი არჩევნების შესახებ საქართველოში | Joint Statement of the Embassies of the United States, United Kingdom, and the Netherlands on the Georgia’s Local Elections

შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოები ულოცავენ საქართველოს წარმატებულ და კარგად ჩატარებულ საარჩევნო დღეს, რა დროსაც ადგილობრივმა ამომრჩეველმა მერები და გამგებლები პირდაპირი წესით პირველად აირჩია. ეს არჩევნები, 27 ივნისს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ, თვითმმართველობების გაძლიერებისაკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.

ჩვენი ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 95-მა დამკვირვებელმა 23 საარჩევნო ოლქში 600-ზე მეტი საარჩევნო უბანი მოინახულა. დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ საერთო ჯამში, საარჩევნო გარემო იყო მშვიდი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, [მთელ ქვეყანაში გახსნილ] 3,600-ზე მეტ საარჩევნო უბანში შედარებით მცირე რაოდენობის დარღვევები დაფიქსირდა. გვჯერა, რომ ოპოზიციური პარტიების ძლიერი გამოსვლა და რამდენიმე ქალაქში დანიშნული განმეორებითი არჩევნები ქართულ დემოკრატიაში მზარდ პლურალიზმზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ოლქების უმეტეს ნაწილში წინასაარჩევნო გარემო იყო მშვიდი და მხოლოდ მცირე დარღვევები დარეგისტრირდა. ამავე დროს, შეშფოთებით შევნიშნავთ, რომ ვრცელდებოდა ცნობები კონკრეტულ ქალაქებში წინასაარჩევნო ინციდენტების, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ გამოჩენილი აგრესიის შესახებ. მოვუწოდებთ მთავრობას, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები განმეორებით არჩევნებამდე და მიიღოს საჭირო ზომები, რათა არჩევნები საქართველოში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იყოს.

კვლავ გულდასმით დავაკვირდებით პროცესებს, მათ შორის მომავალ წინასაარჩევნო კამპანიასა და განმეორებით არჩევნებს. ამასობაში, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ ერთად, რათა ხელი შეუწყონ საქართველოში ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

The Embassies of the United States, United Kingdom, and the Netherlands congratulate Georgia on a successful and well-administered election day, one in which local voters directly elected all mayors and gamgebelis (municipal executives) for the first time. This represents an historic step in strengthening local governance, and constitutes an important development ahead of the signature of an Association Agreement with the European Union on June 27.

As part of our joint observation mission, our 95 monitors traveled to 23 electoral districts and visited over 600 Precinct Election Commissions (PEC). Our observers noted the voting environment was calm overall with relatively few violations reported among the over 3,600 PECs. We believe that the strong performance by opposition parties and second round elections in several localities demonstrates the growing pluralism in Georgian democracy.

We acknowledge that in the majority of electoral districts the pre-election environment was calm and only minor complaints were registered, but note with concern reports of campaign incidents and allegations of pressure on candidates to withdraw and of aggression toward election officials in certain specific locations. We encourage the government to objectively investigate these allegations ahead of the second round of voting and to take any necessary steps to ensure that Georgia’s elections meet the highest international standards.

We will continue to observe the process closely, including the campaigning yet to come and the runoff elections. Meantime, we encourage all parties to work together to promote Georgia’s economic growth, strengthen democratic institutions, and advance Georgia’s Euro-Atlantic aspirations.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge