აშშ-ის სენატორი ბენ კარდინი - ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი ხვალ თბილისს ეწვევა

აშშ-ის სენატორი ბენ კარდინი - ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი ხვალ თბილისს ეწვევა

28.06.2014

აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

29 ივნისს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. დელეგაციას უხელმძღვანელებს სენატორი ბენ კარდინი (მერილენდის შტატი, დემოკრატიული პარტია), რომელიც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კომისიის (შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია) თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრია. დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან სენატორი ტომ ჰარკინი (აიოვა, დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა, რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი ადამ შიფი (კალიფორმია, დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი ფილ გინგრი (ჯორჯია, რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი დევიდ შვაიკერტი (არიზონა, რესპუბლიკური პარტია). დელეგაცია გამართავს შეხვედრებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან. დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრა ოპიზიციური ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან.

დელეგაცია განიხილავს ევროპის კავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულებასა და საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს. ხაზი გაესმება, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე დიდად აფასებს საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლსა და კონტრიბუციას ნატოს მისიებში.

U.S. Congressional Delegation Visits Georgia (June 29)

Senator Ben Cardin (Maryland – Democratic Party), Chairman of the Commission on Security and Cooperation in Europe (U.S. Helsinki Commission) and senior member of the Senate Foreign Relations Committee, will lead a Congressional delegation to visit Georgia on June 29.  The delegation will include Senator Tom Harkin (Iowa – Democrat), Congressman Robert Aderholt (Alabama – Republican), Congressman Adam Schiff (California – Democrat), Congressman Phil Gingrey (Georgia – Republican), and Congressman David Schweikert (Arizona – Republican).  The delegation will convene meetings with Prime Minister Irakli Garibashvili, President Giorgi Margvelashvili, and other cabinet ministers.  The delegation also expects to meet with opposition United National Movement (UNM) party representatives.

The delegation intends to discuss matters related to the Association Agreement with the European Union and Georgia’s sovereignty.  The delegation will reaffirm U.S. support for Georgia's democratic development and territorial integrity, as well as underscore U.S. appreciation for Georgia's sacrifices and contribution to the NATO missions.

აშშ-ის საელჩო



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge