დასვენება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

დასვენება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

01.07.2014

ვერძმა  შვებულება მეგობრებთან ერთად უნდა გაატაროს რომელიმე მთიან კურორტზე, სადაც აქტიური დასვენებისთვისაა ყველა პირობა. ლაშქრობა, ხეტიალი, ბევრი ფეხით სიარული საუკეთესოა მისთვის. 

კურომ  საშვებულებო პერიოდში სასურველია ისეთი ადგილისკენ აიღოს გეზი, სადაც მდინარე მოედინება. თევზაობა, ჩიტების ჭიკჭიკი, საკუთარი ხელით მომზადებული გემრიელი ვახშამი საუკეთესო გზაა მათთვის განსატვირთად. 

ტყუპებს  რომელიმე ტროპიკულ კურორტს ურჩევენ ასტროლოგები. სასურველია თუ კლუბური საღამოებით და ინტელექტუალური ღამის საუბრებითაც გაირთობთ თავს, ახალ შეძენილ კურორტის მეგობრებთან ერთად. 

კირჩხიბისთვის  უმთავრესი რომანტიკაა ოჯახის წევრებთან ერთად, მდინარისპირა ან მთიანი მხარე. მყუდრო ხის კოტეჯი, სოკოს შესაგროვებლად პატარებთან ერთად სიარული, პიკნიკები. 

ლომისთვის  იდეალური შვებულება ფეშენებელურ ზღვისპირა კურორტზე სტუმრობა იქნება. სასურველია აქ იგი მარტო გაემგზავროს და თავს ნამდვილი მეფის ან დედოფლის ამპლუით დატკბობის უფლება ბოლომდე მისცეს. 

ქალწულს  რომელიმე გამაჯანსაღებელ კურორტს ურჩევენ ასტროლოგები. სასურველია ისეთი ადგილი მონახოთ სადაც გართობასთან ერთად, შესაძლებელია სპა, საუნა, ჰიდრო-მასაჟი და სხვა ტიპის სარელაქსაციო პროცედურებიც ჩაიტაროთ. და რაც მთავარია იქ მენიუ ჯანსაღი საკვებით უნდა იყოს სავსე. 

სასწორისთვის  საუკეთესო დასვენება იქნება ისეთ ადგილზე წასვლა, სადაც ხელოვნების ნიმუშებისა და უძველესი არქიტექტურული ძეგლების მონახულების საშუალებაც მიეცემა მას. სასურველია ეს იყოს რომელიმე ფრანგული ქალაქი, უგემრიელესი ტკბილეულით და რომანტიული ატმოსფეროთი. 

მორიელს  აქტიური დასვენებისკენ მიუწევს გული და როგორც წესი მისთვის, ექსტრიმი ყველაზე კარგი განტვირთვის წყაროა. ამიტომ ასტროლოგები მორიელს ურჩევენ გაემგზავროს ისეთ ადგილას სადაც იგი დაივინგით ან ალპინიზმით დაკავდება. 

მშვილდოსანს  ყოველთვის გააჩნია „საჩემოდნო განწყობა“ შესაბამისად, მისთვის მსოფლიოს ნებისმეირ წერტილში შეიძლება მოგზაურობა. თუმცა ყველაზე კარგი მაინც ისეთი ადგილი იქნება სადაც იგი ცხენით იჯირითებს და მრავალრიცხოვან პიკნიკებს მოაწყობს სამეგობროსთვის. 

თხის რქა  სიამოვნებით გაატარებს შვებულებას, რომელიმე უძველეს ქალაქში სადაც ბევრი არქიტექტურის ნიმუშებია. მას ძალიან მოეწონება მოგზაურობასთან ერთად, რაიმე შემეცნებითი ხასიათის ტრენინგი ან მასტერკლასი სახელოვნებო თემაზე. 

მერწყულს  მეგობრებთა ერთად ურჩევნია დასვენება. მას შეუძლია არა ერთი, არამედ რამოდენიმე ქვეყანა ან ქალაქი შეიტანოს საშვებულებო გეგმაში რომელსაც იგი სამეგობროსთან ერთად ეწვევა. სასურველია ამ ქვეყნების სიაში იყოს სინგაპური და ჩინეთი. 

თევზები  ბუნებით რომანტიკოსები არიან, ამიტომ მათთვის საუკეთესო დასვენება ისეთ ქალაქებშია შესაძლებელი რომელიც ერთმნიშვნელოვნად ატარებს პოეტურ და რომანტიულ სულს. მაგალითად პარიზი, სტამბოლი, ვენეცია.. იგი სიამოვნებით მოკალათდება ყველა ძველი სასტუმროს აივანზე, წიგნის წასაკითხად და ჭიკა არომატული ჩაის დასალევად.

astrologi.ge

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge