ბაჰამა

ბაჰამა

28.07.2014

სახელწოდება „ბაჰამა“ მომდინარეობს ესპანური ბაჰა მარიდან (baja mar - თავთხელი ზღვა). ინგლისურში, ამ ქვეყნის სახელწოდება იმ ორი ქვეყნის სახელს შორისაა, რომლებსაც წინ არტიკლი „the“ დაერთვის. მეორე მათგანია გამბია (the Gambia)

ბაჰამის კუნძულები (ინგლ. Bahamas), ოფიციალურად ბაჰამის კუნძულების თანამეგობრობა (ინგლ. Commonwealth of the Bahamas) — ინგლისურენოვანი ქვეყანა ატლანტის ოკეანეში. მდებარეობს კუბისადა კუნძულ ჰაიტის (დომინიკელთა რესპუბლიკა და ჰაიტი) ჩრდილოეთით, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულების ჩრდილო-დასავლეთით, აშშ-ის შტატის, ფლორიდის სამხრეთ-აღმოსავლეთით და ფლორიდა-კისის არქიპელაგის აღმოსავლეთით. შედგება 700-ზე მეტი დიდი და მომცრო კუნძულისგან. ქვეყნის დედაქალაქია კუნძულ ნიუ-პროვიდენსზე  მდებარე ნასაუ. გეოგრაფიულად, ბაჰამის კუნძულები კუბის სიახლოვეს მდებარეობს, რომელიც ისპანიოლასთან და იამაიკასთან ერთად დიდი ანტილის კუნძულებს მიეკუთვნება. ინგლისური სახელწოდება „ბაჰამები“ (Bahamas) აღნიშნავს თავად ქვეყანასა და გეოგრაფიულ ჯაჭვს, რომელსაც ის იზიარებს ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებთან ერთად. ვესტ-ინდოეთის კუნძულთა სამ ჯგუფს შეადგენს: ბაჰამის კუნძულები, დიდი ანტილის კუნძულები და მცირე ანტილის კუნძულები. როგორც ბაჰამის სამეფო თავდაცვის მანიფესტშია ნათქვამი, ბაჰამების ტერიტორია ოკეანის 180 000 მილ სივრცეს მოიცავს, დასავლეთიდან იწყება კი-სალ-ბენკიდან და კი-ლობოსიდან (კუბის სანაპიროსთან) და მთავრდებასან-სალვადორთან. აღსანიშნავია, რომ ბაჰამის კუნძულები იმაზე დიდია, როგორც ის ზოგიერთ წყაროშია მოხსენიებული.

კუნძულები თავდაპირველად დასახლებული იყო ლუკაიანის ხალხით, რომელიც არავაკულ ენებზე მოლაპარაკე ტაინოს ხალხის განშტოებაა. ბაჰამის კუნძულები პირველი ადგილი იყო, სადაც 1492 წელს ახალი მსოფლიოს ხმელეთზე გადავიდა ქრისტეფორე კოლუმბი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებს ბაჰამების კოლონიზაცია არასოდეს მოუხდენიათ, ადგილობრივი ლუკაიანები მათ მონებად გაჰყავდათ კუნძულ ისპანიოლაზე. კუნძულები თითქმის მთლიანად გაუდაბნოვდა 1513-1648 წლებში, როდესაც ინგლისელი კოლონისტები ბერმუდიდან კუნძულ ელიუთერაზე დასახლდნენ.

1718 წელს, როდესაც ბრიტანელებმა მკაცრი ზომები მიიღეს მეკობრეობის წინააღმდეგ, ბაჰამის კუნძულები ბრიტანეთის სამეფო კოლონია გახდა. ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ, თავიანთ აფრიკელ მონებთან ერთად, ბაჰამის კუნძულებზე ათასობით ამერიკელი ლოიალისტი გადასახლდა, სადაც მათ პლანტაციური ეკონომიკა დააფუძნეს. მას შემდეგ, რაც 1807 წელს ბრიტანეთმა გააუქმა საერთაშორისო მონებით ვაჭრობა, სამეფო ფლოტმა კუნძულებზე ჩაასახლა მრავალი გათავისუფლებული აფრიკელი, რომლებიც არალეგალური მონათა გემებიდან დაიხსნეს. ფლორიდიდან ბაჰამის კუნძულებზე გაიქცა ათასობით ამერიკელი მონა და შავი სემინოლი, დაახლოებით 500 კი გაათავისუფლეს ამერიკული სავაჭრო გემებიდან. ბაჰამის კუნძულებზე მონობა 1834 წელს გაუქმდა. დღეისათვის, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენს მონათა და გათავისუფლებულ აფრიკელთა შთამომავლობა. 1973 წელს ბაჰამები თანამეგობრობის სამეფოს ნაწილი გახდა და თავის მონარქად ელისაბედ II-ს აღიარებს.

ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის თვალსაზრისით, ბაჰამის კუნძულები ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა მთელ ამერიკაში (აშშ-ისა და კანადის შემდეგ).

1864 წელს, ბაჰამის კუნძლების გუბერნატორი იტყობინებოდა, რომ კოლონია მოიცავდა 29 კუნძულს, 661 კის და 2 387 კლდეს.

აშშ-სთან მდებარე უახლოესი კუნძულია ბიმინი, რომელსაც ბაჰამის კუნძულების კარიბჭეს უწოდებენ. კუნძულ დიდი ბაჰამის აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული აბაკო. უკიდურესი სამხრეთი კუნძულია ინგაუა. უდიდესი კუნძულია ანდროსი. სხვა დასახლებულ კუნძულთა შორისაა ელიუთერა, კეტი, ლონგ-აილენდი, სან-სალვადორი, აკლინსი, კრუკედ-აილენდი, ეკსუმა და მაიაგუანა. ქვეყნის დედაქალაქი ნასაუ კუნძულ ნიუ-პროვიდენსზე მდებარეობს.

ყველა კუნძული დაბალი და ბრტყელია. ზოგან შეიმჩნევა ქედები, რომელთა სიმაღლეც როგორც წესი 15-20 მეტრს არ აჭარბებს. ქვეყნის უმაღლესი წერტილია ალვერნიის მთა (ყოფილი კომოს ბორცვი) კუნძულ კეტზე. მისი სიმაღლე 63 მეტრია.

სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები, რომლებიც გეოგრაფიულად ბაჰამის კუნძულების გაგრძელებას წარმოადგენს, თუმცა ისინი დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებს მიეკუთვნება.

მიუხედავად იმისა, რომ ბაჰამის კუნძულების ისტორიაში ყინვა არასოდეს დაფიქსირებულა, ტემპერატურა ხანდახან 2–3 °C (35,6–37,4 °F)-მდე ეცემა არქტიკული აფეთქებების დროს, რომელიც გავლენას ახდენსფლორიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1977 წლის იანვარში, წვიმაში გარეული თოვლი დაფიქსირდა ქალაქ ფრიპორტში, როდესაც ასევე თოვდა მაიამიში. ამ დროისათვის ტემპერატურა 4,5 °C (40,1 °F) იყო.

P.S. Palimfsesti.ge-ს ფოტო. გადაღებულია 2014 წლის, 27 ივლისს.

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge