ნათხოვარი საწოლი

ნათხოვარი საწოლი

26.09.2014

1. გურული ბებია თაფლს ყიდის, მივა მეგრელი და ამუუსობს თითს ერთჯერ, ორჯერ....ექვსჯერ...

-იყიდე ნენა მაი თაფლი თუ გინდა, თუ არადა ნუ ურევ თითებს შით...
-რა არი ქალბატონო, ფუტკრის ნაქნარს იმადლები?
-ფუტკრის რომაა იმიზა ვიმადლები ნენა,თუ არა ჩემი, რამდენიც გინდა მიირთვი.

2. შუა ღამისას გურული აღვიძებს ცოლს:
- რაა გინდა?
– რა უნდა მინდოდეს ქალო ამ შუაღამეს?... ორი თავი ხახვი ხომ არ გექნება ზეგამდე რომ მასესხო?

3. გურულმა ღორი წაიყვანა ბაზარზე გასაყიდად. მივიდა კლიენტი და ეკითხება:
- რაზე გყავს გაზრდილიო?
- სადა მაქვს ამის საჭმლის ფული, გარეთ მყავს გაშვებული და რა ვიცი, რას ჭამსო.
- რად მინდა ნაგავზე გაზრდილი ღორიო, – უთხრა კლიენტმა.
მეორე კვირას ისევ წაიყვანა. ახლა სხვამ დაუსვა იგივე კითხვა.
- რა ვიცი, შვილო, ქატოსი და სიმინდის მეტი არაფერი უჭამიაო…
- მაგის ხორცი არ ევარგება, ცოტა რკო და ხილიც თუ არა აქვს ნაჭამიო.
მესამე კვირას იგივე განმეორდა. ოღონდ იმავე კითხვაზე გაბეზრებულმა გურულმა ამჯერად ასე უპასუხა:
- რა ვიცი, ამის დედაც ვატირე, ფულს ვაძლევ და თვითონ ჭამსო…

4. -რაფერ ხართ ძამა?
მეგრელი პასუხობს:

-რავა თქვენ გაგიხარდებათ ისეო.
გურული არ დააყოვნებს და ეტყვის:

-რაია ძამა, ამოწყდით ყველაი თუ?

5. გურულს ჩამოხრჩობას მიუსჯიან
ბოლო სიტყვა გვითხარი თუ გაქვს რამე სათქმელიო.
- მემეწიეთ უკანო!

6. გურული დილის 6 საათზე მიდის ყანაში.მეზობელი ეკითხება:

- ამ დილაუთენია რა გინდა ყანაში?

- რავა,დაკეტილი დამხვდება თუ?

7. – დედიკო, ძალიან გიყვარვარ?

– რა თქმა უნდა, შვილო, რატომ მეკითხები?
– მაშინ მამიკოს გაშორდი და იმ ბიძიას გაჰყევი, ქუჩის კუთხეში ნაყინს რომ ყიდის.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge