მუშად გასაღებული ოლიგარქის ამბავი

მუშად გასაღებული ოლიგარქის ამბავი

30.10.2014

ამ სათაურით ინფორმაციას რუსული საიტები ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ახალი სიყვარულის შესახებ ცნობები, მედიაში მცირე ხნის წინ გამოჩნდა. მაშინ რუსები წერდნენ, რომ თამარ გვერდწითელმა სიყვარული საკუთარი ბინის რემონტის დროს იპოვა და ამ ადამიანს სახელად ნოდარი ჰქვია. თუმცა, მოგვიანებით, უფრო დაზუსტებული ინფორმაცია გამოჩნდა და ისიც გაირკვა, რომ მომღერლის ახალი სიყვარული ეროვნებით აზერბაიჯანელი მამაკაცია.

ამის შესახებ ინფორმაცია, „ექსპრეს გაზეტას“ 53 წლის ნოვრუზ მამედოვის ყოფილმა მეუღლემ აცნობა. სწორედ ამ გაზეთმა გაავრცელა პირველად თამარის და ნოვრუზის პირველი პაპარაცული ფოტო. მაშინ თამარმა გაზეთს განუცხადა, რომ ეს ადამიანი მუშაა, რომელიც მის სახლში რემონტს აკეთებს. თუმცა, როგორც ჟურნალისტებმა ვარსკვლავის მეზობლებიდან გაარკვიეს, ამ „მუშას“ ისინი ხშირად ხედავენ, მომღერლის სახლიდან გამოსულს.

თუმცა, როგორც გაირკვა, ნოვრუზ მამედოვი მუშა და უბრალო ადამიანი სულაც არ არის. გვერდწითელის ახლობლებმა განაცხადეს, რომ მამედოვი ნამდვილად მშენებელია, თუმცა მსხვილი ბიზნესმენი, ცხოვრობს ხაბაროვსკში და ადგილობრივი კრიტერიუმებით, ნამდვილი ოლიგარქია. მის მფლობელობაშია ხაბაროვსკის 13 ბაზრიდან 12, ორი სასტუმრო, გაზეთი და სამკერვალო ფაბრიკა. 1995 წელს, მამედოვი კენჭს იყრიდა სახელმწიფო დუმაშიც, თუმცა, წარუმატებლად...    

By:presa.ge



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge