მოგზაურობა მისტიკურ კაბადოკიაში, ანუ ლამაზი ცხენების ქვეყანაში

მოგზაურობა მისტიკურ კაბადოკიაში, ანუ ლამაზი ცხენების ქვეყანაში

31.10.2014

"კაბადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრსიტიანისთვის".

ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

კაბადოკია - მერვე საოცრება

ამ ქვეყანას მერვე საოცრებას იმიტომ უწოდებენ, რომ მთელს მსოფლიოში ძნელად თუ ნახავთ მიწას, რომელსაც ადამიანის გაოცება ასე ადვილად შეუძლია. ადვილია ამ ქვეყანაში მოხვედრაც. რადგან კაბადოკია ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს, თურქეთის ტერიტორიაზეა და ნებისმიერ ქართველს ამ საოცრების ნახვა საკუთარი თვალით შეუძლია. კაბადოკიის ისტორია რამოდენიმე მილიონი წლის წინათ იწყება, როცა სამი ვულკანის ამოფრქვევამ ასი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე ძალიან უცნაური ფორმების, მაგრამ ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. თუმცა, წვიმისა და ეროზიის, ასევე სხვა ბუნებრივი მოვლენების გარდა ამ საოცრების შექმნაში მოგვიანებით ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა და კაბადოკია ბუნებისა და ადამიანის მიერ ერთობლივად შექმნილი, ალბათ ყველაზე ბრწყინვალე ჰარმონიაა დედამიწის ზურგზე. ამ მიწის სახელი "კატ პადოკა' ძველ სპარსულად ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს და ალბათ ოდესღაც აქაურ სიმშვიდეს ლამაზი ცხენები კიდეც არღვევდნენ, მაგრამ თანდათანობით, საუკუნეების მანძილზე ეს მიწა ადამიანების საცხოვრისად იქცა და ადამიანებმა ეს უცნაური, მართლაც უჩვეულო მისტიკითა და იდუმალებით სავსე ქვეყანა შექმნეს.

გასვლა: 15 ნოემბერი

ფასი: 600 ლარი

  + 995 551 19 19 20

 travelto@taoklarjeti.com  toursin@taoklarjeti.com

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge