რობერტ მესხის "ახალი ათონი"

რობერტ მესხის "ახალი ათონი"

25.11.2014

ახალი ათონი

მე ვარ მტირალა სტალაქტიტი, 
შენ – სტალაგმიტი, 
ასე წვეთ-წვეთად რომ მივიწევთ ერთმანეთისკენ.
ოდესმე, ალბათ, სლიპინა სვეტზე გადატყდება ყოველი ჩქამი.
უკუნი ღამეც, ასე დიდხანს რომ გვეცვა ტანზე, გაიცრიცება.
აფრიან გემებს გადასწვდება ტკბილი "ვარადა"...
რატომ მეგონა, ერთად ყოფნას (ჩემსას და შენსას)
მღვიმე თუ არა, 
ღმერთი მაინც დაიფარავდა.

 By: რობერტ მესხი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge