მოვა დიდი თოვლი, აბა, რას იზამს!

მოვა დიდი თოვლი, აბა, რას იზამს!

09.01.2015

რობერტ მესხი

ისეთი სახით ამბობდა დღეს დიქტორი, გუდაურში 2 მეტრი თოვლი მოვიდაო, ძველი დრო რომ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, ყივჩაღები შემოგვესივნენ-მეთქი...
მთიანი ქვეყანაა საქართველო, გუდაურიც მაღალი კავკასიონია, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე... მოვა დიდი თოვლი, აბა, რას იზამს, თან შუა ზამთარში... (საერთოდ თუ არ მოვიდა ამ სეზონზე თოვლი, ეგ უფრო იქნება საგანგაშო!)
მსგავსი და უფრო მაღალი სამთო-სათხილამურო კურორტები ბლომადაა მსოფლიო მასშტაბით, მარტო ევროპის დაწყობილ-დალაგებული მაღალმთიანი კურორტები რომ დავასახელოთ, საკმაოდ შორს წავალთ! დაწყობილ-დალაგებული რატომ ვთქვი ახლა? - ყველგან ერთნაირად ხერგავს გზას დიდთოვლობა - დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც! მთავარია, გზა გაიწმინდოს დროულად და მარილიც დაიყაროს! უმარილო და უგერგილო არაფერი ვარგა!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge