"ოსკარი-2015"-ის ნომინანტები დასახელდა

"ოსკარი-2015"-ის ნომინანტები დასახელდა

16.01.2015

საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში მოხვდა ზაზა ურუშაძის  “მანდარინები“.

„ოსკარის“ ძირითადი ნომინატების სია კი ასეთია:

საუკეთესო ფილმი -

"ყრმობა" ("Boyhood", 2014)

 "ბიორდმენი" ("Birdman", 2014)

 "იმიტაციის თამაში" ("The Imitation Game", 2014)

 "ყველაფრის თეორია" ("The Theory of Everything", 2014)

 "ოტელი "გრანდ ბუდაპეშტი" ("The Grand Budapest Hotel", 2014)

 "ამერიკელი სნაიპერი" ("American Sniper", 2014)

 "სელმა" ("Selma", 2014)

" შეპყრობილი" ("Whiplash", 2014)

საუკეთესო რეჟისორი -

რიჩარდ ლიკლეიტერი - "ყრმობა"

ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ - "ბიორდმენი" ("Birdman")

ბენეტ მილერი -"მელიებზე მონადირე"

უეს ანდერსონი - "ოტელი "გრანდ ბუდაპეშტი"

მორტენ ტილდუმი - "იმიტაციის თამაში"

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი -

მაიკლ კიტონი - "ბიორდმენი"

სტივ კერელი - "მელიებზე მონადირე"

ედი რედმეინი - "ყველაფრის თეორია"

ბენედიქტ კემბერბეტჩი - "იმიტაციის თამაში"

ბრედლი კუპერი - "ამერიკელი სნაიპერი"

საუკეთესო მსახიობი ქალის -

ჯულიანა მური - ""ჯერ კიდევ ელისი"

ფელისიტი ჯონსი - "ყველაფრის თეორია"

მარიონ კოტიარი - "ორი დღე, ერტი ღამე"

როზამუნდ პაიკი - "გამქრალი ქალი"

რიზ უიზერსპუნი - "ველური"

 საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მეორე ხარისხოვანი როლისთვის-

ჯი ქეი სიმონსი - "შეპყრობილი"

ედვარდ ნორტონი - "ბიორდმენი"

მარკ რუფალო - "მელიებზე მონადირე"

ითან ჰოუკი - "ყრმობა"

რობერტ დიუვალი - "მოსამართლე"

საუკეთესო მსახიობი ქალი მეორე ხარისხოვანი როლისთვის- -

პატრისია არკეტი - "ყრმობა"

კიარა ნაიტლი - "იმიტაციის თამაში"

ემა სტოუნი - "ბიორდმენი"

მერილ სტრიპი - "რაც უფრო შორს ტყეში"

ლორა დინი - "ველური"

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი -

"მანდარინები" - ზაზა ურუშაძე, ესტონეთი

"იდა" - პაველ პავლიკოვსკი, პოლონეთი

"ლევიაფანი" - ანდრეი ზვიაგინცევი, რუსეთი

"ველური ისტორიები" - დამიან შიფრონი, არგენტინა

ვენესუელა), "ტიმბუკტუ" - აბდერრახმან სისაკო, მავრიტანია.

via:fortuna

ნიკა რურუა

მინდა მივულოცო "ოსკარის" ნომინაციაში მოხვედრა ქართულ-ესტონურ კოპროდუქციას "მანდარინები" და მის ყველა ავტორს, ამ ფილმის რეჟისორისა და პროდიუსერის ჩათვლით.

ეს მიღწევა, მიუხედავად ამისა, არ არის მხოლოდ ამ კონკრეტული ფილმის ავტორების დამსახურება: ეს საეტაპო გარღვევა ქართული კინემატოგრაფისა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შედეგია მრავალწლიანი სწორი სტრატეგიისა, რომელსაც ამ სფეროში საქართველოს კინოცენტრი და მისი მაშინდელი ხელმძღვანელი, თამარ ტატიშვილი ანხორციელებდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის ყველაზე დიდ კინემატოგრაფიულ კავშირშსა და ფონდშიც, EURIMAGES-შიც, საქართველო სწორედ ამ წლებში გაწევრიანდა.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს წინსვლა დაცვასა და მზრუნველობას მოითხოვს დღევანდელი სახელმწიფო ინსტიტუტებიდან ისე როგორც არასდროს, იმიტომ რომ შეუქცევადი არაფერია - ამ პოზიტიური ძვრების ჩათვლით - და ასევე იმიტომ, რომ კინოინდუსტრია, როგორც დარგი, მთელი მსოფლიოს მაშტაბით, დიდი კონკურენციით გამოიჩევა, სადაც თვითკმაყოფილ და არაშრომისუნარიან მოთამაშეს, არავინ არაფერს დაუთმობს.

ქართულ კინოს, ეფექტიანი მუშაობის და ზრუნვის შემთხვევაში, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებები ელის.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge