დავითობას გილოცავთ!

დავითობას გილოცავთ!

08.02.2015

8 თებერვალს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმიდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დავითი ძე გიორგი II – ისა დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა.

მე-11 საუკუნის 80-იან წლებში საქართველო მეტად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მუსლიმანური სამყაროს თავდასხმებისგან ქვეყანა აოხრებული, გადამწვარი და განადგურებული იყო.

დატანჯულ ხალხს დავითის დიდი იმედი ჰქონდა და ეს იმედი სავსებით ასრულდა. დავითმა სამაგალითოდ მართა ქვეყანა.

ტროპარი :წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებელისა

საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge