საბინა ჭანტურიას საგაზაფხულო კონცერტი

საბინა ჭანტურიას საგაზაფხულო კონცერტი

03.03.2015

ნანა ნამიკოლაველი

ახალგაზრდა მომღერალ და კომპოზიტორ საბინა ჭანტურიას საქართველო ძალიან უყვარს და ხშირადაც სტუმრობს. ის დედით შვედი და მამით ქართველია. ლუნდის უნივერსიტეტის სტუდენტობასთან ერთად ახერხებს გამართოს კონცერტები  ევროპის ქალაქებში და ამერიკაში. უკვე საბინა მხოლოდ შვედეთში არ არის   პოპულარული მომღერალი,  ის საქართველოშიც მართავს კონცერტებს. შვედეთში ჰყავს საკუთარი ბენდი.  საქართველოშიც არაერთ კონცერტში მიუღია მონაწილეობა. ზაფხულობით არტ-გენზე გამოდის. მონაწილეობა მიიღო კონცერტ-აქციაზე "არა ოკუპაციას!" "ლიგამუსში"  ჰქონდა საკუთარი ქართული სინგლის პრეზენტაცია. მან საქართველოში"ბრავო რექორდსის" სტუდიაში ახალი სიმღერა ჩაწერა ( მის მიერ დაწერილი Spider Web-ის ქართული ვერსია). გუშინ, 2 მარტს კი არაჩვეულებრივი კონცერტი გვაჩუქა  'ზაზანოვაში“. მომღერალმა 10  საკუთარი სიმღერა შეასრულა ქართულად, შვედურად და  ინგლისურად.  მეგრულმა "დიდოუდო ნანამ" კი განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.  საბინას აკომპანირებას "Dream Colors"-ის მუსიკოსები დავით ჯოხაძე, კობი მანჯგალაძე, ირაკლი ნადაშვილი, ლადო უჩავა და გიორგი ღვედაშვილი უწევდნენ.  ეს კონცერტი ახალგაზრდა მომღერალმა დედის დღეს და გაზაფხულს მიუძღვნა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge