ხარებას გილოცავთ!

ხარებას გილოცავთ!

07.04.2015

დრევანდელ დღეს ახარა ღვთისმშობელს გაბრიელ მთავარანგელოზმა, რომ მისგან იშვებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ქრისტოლოგიის მიხედვით “ხარება” მიიჩნევა კაცობრიობის ხსნის დასაბამად. უამრავი წინასწარმეტყველება იყო ძველ აღთქმაში. განსაკუთრებულად კი უნდა აღინიშნოს ისაიას წინასწარმეტყველება, რომ ქალწულისაგან იშვებოდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე არა ბუნებრივი გზით, არამედ სულიწმიდის მადლით. ხარების დღეს განსაკუთრებულად ზეიმობს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ჩვენ არა მარტო ფიზიკურად უნდა ვიყოთ ხარების დღეს ტაძარში, არამედ სულიერად და გონებრივადაც.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge