ამერიკის ელჩი ნორლანდი წვიმაში კაცხის ციცაბო სვეტზე ავიდა

ამერიკის ელჩი ნორლანდი წვიმაში კაცხის ციცაბო სვეტზე ავიდა

21.04.2015

”საქართველო მდიდარი კულტურისა და რელიგიური ტრადიციების შესანიშნავი ნაზავია. უქმეებზე მერი და მე ბათუმში ვიყავით და რელიგიისა და მშვიდობის თემაზე ქართველ მუსლიმთა კავშირის საერთაშორისო ფორუმს დავესწარით. გზად შინისაკენ ჭიათურაში შევიარეთ. ჭიათურა შრომაში გამოწრთობილი მაღაროელების ქალაქია. ის, თავისი საბჭოური ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე ინვესტიციებით, განვითარების გზებს ეძებს. ინვესტორთა შორისაა ამერიკული კომპანია „ქართულ-ამერიკული ფეროშენადნობი“.
გზად კაცხის ათასწლოვან ეკლესიასა და კლდის თავზე წამომართულ გასაოცარ სამრეკლოს გადავეყარეთ, სადაც მამა მაქსიმე საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებს და ქვის ვეებერთელა სვეტის თავზე მარტო ცხოვრობს. მამა მაქსიმეს ლოცვით, ჩემი მცველი და მე სვეტის გვერდზე მიმაგრებულ რკინის კიბეს ავუყევით. წვიმაში, ციცაბო და ვიწრო კიბეზე, დაუვიწყარი მოგზაურობა გამოგვივიდა - ჯერ მაღლა და მერე დაბლა. სვეტის თავზე, მცირე ზომის უძველესი სამრეკლო და ბერის ღარიბული სამყოფელი შთამაგონებელი იყო“. - ელჩი რიჩარდ ნორლანდი

“Georgia is an amazing combination of rich cultural and religious traditions. Mary and I were in Batumi over the weekend, attending the Georgian Muslim Union's International Forum on Religion and Peace. On our way home, we drove through Chiatura -- a hardy mining community finding its way forward by drawing on a combination of Soviet-era infrastructure and modern investment including from the U.S. firm Georgian-American Alloys.
En route, we happened upon the 1000-year old church at Qatskhi, and the amazing chapel-on-a-rock nearby, where Father Maksim carries on a centuries-old tradition of residing alone atop the huge stone promontory. With Father Maksim's blessing, my security guard and I scaled the iron ladder planted into the side of the rock. Wet with rain, steep and narrow, it was an unforgettable trip up -- and down! At the top, the solitude of the small ancient chapel and the monk's simple quarters was inspiring.” - Ambassador Richard Norland

US Embassy Tbilisi, Georgia



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge