ბასკეთის 31 აგვისტოს სახელობის ქუჩა ევროპის ყველაზე მიმზიდველ ქუჩათა სიაში მოხვდა

ბასკეთის 31 აგვისტოს სახელობის ქუჩა ევროპის ყველაზე მიმზიდველ ქუჩათა სიაში მოხვდა

04.05.2015

 ესპანეთში, კერძოდ კი ბასკეთის უძველეს ქალაქ სან სებასტიანში არსებობს 31 აგვისტოს ქუჩა (Calle 31 de agosto), რომელიც აპრილის  New York Times-მა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ  ქუჩად მიიჩნია  ევროპაში. ამ პრესტიჟულმა ამერიკულმა გამოცემამ  ბასკეთის 31 აგვისტოს ქუჩის გარდა გამოაქვეყნა ევროპის  11 ქალაქის  ყველაზე მიმზიდველი 11  ქუჩაც.

ფოტო ამოღებულია google maps-დან

31 აგვისტოს ქუჩის ისტორია კი ასეთია: 1808 წელს, სან სებასტიანის ოკუპაცია მოახდინა ნაპოლეონის ჯარმა. 1813 წლის ივნისში კი ქალაქი ალყაში მოაქცია ანგლო-პორტუგალურმა არმიამ. რამდენიმედღიანი ინტენსიური დაბომბვის შემდეგ სან-სებასტიანში ჯარისკაცები შევიდნენ. მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდნენ და წასვლის წინ ქალაქს ხანძარი გაუჩინეს. ეს მოხდა 1813 წლის  31 აგვისტოს.  მთელი ქალაქი დაიწვა, მაგრამ ერთი ქუჩა  სასწაულებრივად გადარჩა. ამიტომ დაარქვეს მას 31 აგვისტოს ქუჩა.  მას შემდეგ 202 წელი გავიდა, მაგრამ დღემდე შენარჩუნებულია ყველა ის  შენობა, რომელიც ხანძარს გადაურჩა. თითოეული მათგანი მკაცრი არქიტექტურული გარეგნობით  და  სწორი ქუჩის გარდიგამო  ჩამწკრივების გეომეტრიული სიზუსტით  გამოირჩევა. ამ  შენობების  პირველი სართულები ლამაზი კაფეებით და ბარებით იწონებენ თავს. ტურისტები მეტწილად კმაყოფილებას გამოთქვამენ ბასკური სამზარეულოს კერძებით, ადგილობრივების  ღვინოზე და ლუდზე კი ყოველთვის  დიდი მოთხოვნაა.

გთავაზობთ, ევროპის ყველაზე მიმზიდველი იმ 12  ქუჩის სახელწოდებებს,  რომელიც New York Times-მა გამოაქვეყნა:

PARIS - Rue de Charonne

BERN - Grosser Muristalden

BERLIN  - Rüdesheimer Strasse

SAN SEBASTIÁN -  Calle 31 de Agosto

MILAN -  Ripa di Porta Ticinese

LONDON - Pimlico Road

LISBON - Rua Nova do Carvalho

ISTANBUL -  Itfaiye Caddesi

OSLO - The Akerselva River

VIENNA - Kärntner Strasse, Graben and Kohlmarkt

MADRID - Calle Zurbano

PRAGUE  - Krymska

San Sebastian 1813 - 2013 

 

მასალა მოამზადა ნანა ჯანაშიამ 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge