ცხოვრება მაღალ ქუსლებზე

ცხოვრება მაღალ ქუსლებზე

21.05.2015

 ქალთა უმეტესობას  მაღალძირიან ფეხსაცმელი ძალიან უხდება, მაგრამ ასე სიარული დამღლელი რომაა ყველას კარგად მოგვეხსენება.   მთელი დღის განმავლობაში  მაღალ ქუსლებზე დგომა დისკომფორტს გვიქმნის და  ხასიათს გვიფუჭებს, მაგრამ სილამაზის გამო ამ ყველაფერს ვითმენთ. ეტყობა ეს პრობლემა, როგორც ქალს, დიზაინერ ტანია ჰიტსაც აწუხებდა და გამოსავალსაც მიაგნო - მან, მოსახსნელქუსლიანი ფეხსაცმელი გამოიგონა.

შესაძლებელი გახადა, რომ ქალმა  ერთი და იგივე ფეხსაცმელს იმ სიტუაციის მიხედვით მოარგოს ქუსლები, როგორ სიტუაციაშიც აღმოჩნდება. მოკლედ, აწი ქალები,  ჩანთით სხვა ნივთებთან ერთად  ქუსლების ტარებასაც დაიწყებენ.

თუ სახლიდან დაბალძირიანი  ფეხასმლით გამოსულს   სასწრაფოდ ოფიციალურ შეხვედრაზე  მოგიხდათ წასვლა, ხელის მარტივი მოძრაობით მოირგებთ ქუსლს და ელეგანტურ ქალბატონად იქცევით.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge