ჰერმესის შარფები

ჰერმესის შარფები

23.10.2017

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(მომზადებული მასალა)

მოდების სახლი ჰერმესი 1837 წელს დაარსდა და ის სულაც არ იყო ისეთი, როგორიც ახლაა. ის დაფუძნდა იმ პირველი პარიზული სახელოსნოს ბაზაზე, რომელიც თერი ჰერმესმა გახსანა და სადაც ცხენების უნაგირებს ამზადებდნენ.  მაშინდელისგან განსხვავებით დღევანდელი ჰერმესის პროდუქცია ელეგანტური და ძვირადღირებულია. ცხენებთან დაკავშირებულ წარსულს კი ჰერმესი ძვირადღირებულ შარფებზე გამოსახული რბოლებით იხსენებს.

ჰერმესმა თავისი ცნობილი შარფების გამოშვება 1928 წლიდან დაიწყო. ჰერმესის შარფების აბრეშუმის ქსოვილი განსხვავებული მეთოდითაა დამზადებული და თავიდანვე ეს გამოარჩევდა  მას სხვა დანარჩენი  მწარმოებლებისგან.

1939 წლიდან მოყოლებული დღემდე მყიდველი ჰერმესის შარფს ფორთოხლისფერ ყუთში შეფუთულს ღებულობს და ეს არის ამ ბრენდის შეუცვლელი ატრიბუტი. ასევე აღსანიშნავია, რომ თითოეულ შარფს აქვს სახელი, მაგალითად: ფარშევანგი, მოცეკვავე, ქალი, ავსტრალიის გუმბათი, გაზაფხული, ანბანი, ოქროს გასაღები...

თითოეული შარფი უნიკალურია და  ჰერმესის დიზაინერების თვეების შრომის შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ შარფზე შეიძლება იყოს გამოსახული აბსტრაქცია, გუსტავ კლიმტის „კოცნა“ , რთული იაპონური ორნამენტი ან ნახატი პოპ არტის სტილში  და საერთოდ, თემების წრე იყოს ძალიან ფართო,  ჰერმესის შარფების უსაყვარლეს მოტივად მაინც ცხენი რჩება.

ჰერმესის შარფები მოსწონდათ დედოფალ ელისაბედ მეორეს და პრინცესა გრეის კელის. ერთი - საფოსტო მარკაზეა ამ შარფით გამოსახული 1956 წელს, მეორე კი ჟურნალ ლაიფის ყდაზე.

ჰერმესის შარფების პატარა კოლექცია აქვს Palimfsesti.ge-საც.

სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში ყოველ 25 წამში იყიდება ჰერმესის ერთი შარფი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge