რეჟისორ ჯასტინ ლინის მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო, კრიმინალური ჟანრის 3D ფორმატის ფილმის "ფორსაჟი 9" თბილისური პრემიერა გაიმართება დღეს 19.05.2021, ამერიკულ პრემიერამდე ერთი თვით ადრე, შემდეგი კინოთეატრების ადაპტირებული დარბაზებში: ამირანი, ისთ ფოინთი, კავეა გალერეა. კინოთეატრების სალაროების გარდა ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:
თბილისი, ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
ბათუმი, მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)
ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: ვინ დიზელი, მიშელ როდრიგესი,
ტაირიზ გიბსონი,ლუდაკრისი, მაიკლ რუკერი. ფილმის ხანგრძლივობაა 145 წუთი.
შეგახსენებთ, რომ ამ ჰოლივუდური, დიდი, სტუდიური ფილმის რამდენიმე სცენა ორი წლის წინ საქართველოში გადაიღეს. კორონავირუსის პანდემიის გამო ფილმის ჩვენება დაგვიანდა. დღეიდან კი თბილისის უბნებში მოთარეშე ვინ დიზელის და ქართველი კასკადიორების ნახვა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. დღესვე, თბილისის ცენტრალური პროსპექტებიდან გაიმართება ფორსაჟი 9-ის მონაწილე ქართველი კასკადიორების მანქანების და მოტოციკლეტების კოლონის მსვლელობა ისთ ფოინთის ცენტრალურ მოედნამდე, სადაც შეგიძლიათ მათთან ერთად ფოტოების გადაღება.
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი