ნანა ჯანაშია / Nana Janashia
"ტრადიციული ოჯახური ღირებულებების" დაცვა, რაც იტალიის ულამაზესი პრემიერის - ჯორჯია მელონის მემარჯვენე კოალიციის პოლიტიკის მთავარი ნიშანი გახლავთ, საკუთარ კოლეგასთან და უხამსად დაარღვია პრემიერის პარტნიორმა, ბერლუსკონის ოჯახის საკუთრებაში მყოფი სატელევიზიო არხის (Mediaset) ჟურნალისტმა და წამყვანმა, ალენ დელონის მსგავსი გარეგნობის მქონე, 42 წლის ანდრეა ჯამბრუნომ. შედეგად - წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ამ ფაქტით არც იტალიამ იზარალა და არც მსოფლიომ, იზარალა მათმა 7 წლის გოგონამ. ის მთელი ცხოვრება იდარდებს ოჯახური ერთობის დარღვევის გამო.
ღირდა კი, ჯამბრუნო, ბავშვის ამ სვდად - ის ვიღაც ქალი?!
P.S. 2022 წლის 22 ოქტომბერს ქალბატონი ჯორჯია მელონი გახდა იტალიის პრემიერი. ჩვენი რედაქცია გულითადად ულოცავს მას ამ შესანიშნავ თარიღს. წარმატებებს უსურვებს ქვეყნის მართვაში და ბედნიერებას პირად ცხოვრებაში.
ანდრეა ჯამბრუნოს ფოტო ეკუთვნის BBC-ის.