ქართული ენის დღე კავკასიის უნივერსიტეტში

ქართული ენის დღე კავკასიის უნივერსიტეტში

16.04.2024

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

1978 წლის 14 აპრილს, საქართველოს მოსახლეობა  წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას – საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.  რუსთაველზე  ათასობით მოქალაქე  გამოვიდა ქართული ენის დასაცავად.  ადამიანთა ამ  ერთობამ  კომუნისტური რეჟიმი უკან დახია.  1990 წლიდან  14 აპრილი  დედაენის დღედ და ქართული ენის დაცვის დღედ  გამოცხადდა და უკვე 34 წელია საქართველო  ამ დღეს სხვადასხვა სახის ღონისძიებებით ეგებება.

ქართული ენის დღე პომპეზურად აღინიშნა  კავკასიის უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ პროფესორ მარიამ მანჯგალაძესთან ერთად უმასპინძლა ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - ანდრიუს კალინდრას,  შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში - ანნა ლიბერგს, მეცნიერებს შვედეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან და საქართველოს რეგიონებიდან.  აკადემიკოსი  მზექალა შანიძე  ვიდეომიმართვით გულთბილად მიესალმა  სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას.  ღონისძიებაზე შედგა ტაო-კლარჯეთში ჩატარებული ექსპედიციის შედეგად შექმნილი დოკუმენტური ფილმის „ტიფლისს გედეცით სალამი“ ჩვენება (ავტორები: დეა ბაძაღუა და ნანუკა კოხოძე) და პოეტური კრებულის „ტაო-კლარჯეთს როცა მი’ვლ“   წარდგინება (ავტორი: მკვლევარი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე).

კრებული გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის - ქ-ნ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერით.

ჯილდო „ქართული ენის ქომაგი“,  რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის მიერ არის  დაწესებული,   გადაეცა შვედ ენათმეცნიერს - მალმეს უნივერსიტეტთან არსებული კავკასიური ცენტრის ხელმძაღვანელს, პროფესორ კარინა ვამლინგს.

- ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ასეთი ძვირფასი ჯილდოს მიღება კავკასიის უნივერსიტეტისაგან - დიდი პატივია ჩემთვის. განაცხცადა  პროფესორმა ვამლინგმა.

ღონისძიების დასასრულს, კავკასიის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა ბრწყინვალედ შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები.

ფოტოზე: კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ბატონმა კახა შენგელიამ,  ჯილდო  „ქართული ენის ქომაგი“  გადასცა შვედ ენათმეცნიერს - მალმეს უნივერსიტეტთან არსებული კავკასიური ცენტრის ხელმძაღვანელს, პროფესორ კარინა ვამლინგს.

ჯილდოს გადაცემა

ცეკ

პრიზი

ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ანდრიუს კალინდრა.

ელჩი ლიეტუვა

თურქი ქართველოლოგი, მეცნიერი და მთარგმნელი ჰარუნ ჩიმქე.

თურქეთი

კავკასიის უნივერსიტეტში ირანიდან მოწვეული მკვლევარი, სპარსულენოვანი სტუდენტების ქართულის ლექტორი, ფერეიდნელი ქართველი  ამინ ნაგელიანი.

ირანი

ოლიკო

მკვლევარი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.

ეთერო

მარჯვნიდან:  ციური ასპანიძე-მესხიშვილი, ნაირა ბეპიევი, ჰარუნ ჩიმქე

 

ბიპი

ხალხი

ტრიბუნასთან,  მალმეს უნივერსიტეტის პროფესორი, ბასკოლოგი რევაზ ჭანტურია.

სამნი

 ჯილდო „ქართული ენის ქომაგი“,  კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის მარიამ მანჯგალაძის იდეის მიხედვით შეიქმნა.  ხე, რომლის ტოტებიც დამშვენებულია მხედრული ანბანით, ფესვებთან კი ასომთავრული და ნუსხური ანი და ჰოეა განთავსებული, როგორც მხედრულის საფუძველი, შექმნა კომპანიამ სახელწოდებით Lepert.ლეპერტ.

ორნი

ელი

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge