საქართველოს 4 რეგიონის 100-მა მოსწავლემ ინგლისური ენის Access პროგრამის დასრულება აღნიშნა.
Access პროგრამა, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აფინანსებს, 13-20 წლამდე სოციალურად დაუცველ ნიჭიერ მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლაში ეხმარება. წელს, ორწლიანი კურსი 100-მა მოსწავლემ გაიარა. დაჯილდოების ცერემონია ამბროლაურში, ფოთში, რუსთავსა და გორში გაიმართა. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები და აშშ-ის საელჩოს მიერ გამოყოფილი წიგნები ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა და კულტურის ატაშეჯეიმს დუიმ გადასცეს. ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად, Access პროგრამა მოსწავლეებს ახალისებს, რომ იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები.
100 students celebrate English Access Microscholarship Program (Access) graduation in four regions of Georgia.
Access program, which is sponsored by the U.S. Department of State, provides a foundation of English language skills to talented 13-20 year-olds from economically disadvantaged sectors.
This year 100 students completed a two-year English language course. The ceremonies were held in Ambrolauri, Poti, Rustavi and Gori. The Ambassador, Richard Norland and Cultural Affairs Officer James Dewey rewarded the graduates with certificates and books donated by the U.S. Embassy in Tbilisi. The Access program not only teaches students English but also encourages them to volunteer in their communities and be active members of society.
US Embassy Tbilisi, Georgia