აშშ მზადაა საქართველოში სატყეო სამსახურის საუკეთესო ექსპერტები გამოგზავნოს

აშშ მზადაა საქართველოში სატყეო სამსახურის საუკეთესო ექსპერტები გამოგზავნოს

18.06.2015

ელჩი ნორლანდი თბილისის წყალდიდობისა და აშშ-ის შესაძლო დახმარების შესახებ კითხვებს პასუხობს. / Ambassador Norland's answer to media's question about Tbilisi's recent flooding and possible US support for recovery efforts in Georgia.

უპირველეს ყოვლისა, გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ თანაგრძნობა ტრაგედიის გამო, რომელსაც სულ უფრო მეტი მსხვერპლი ჰყავს. ჩვენი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, რომელთაც [ტრაგედია] შეეხო: ზოოპარკის დირექტორთან, მის თანამშრომლებთან, ყველა დაზარალებულთან.

შეერთებულმა შტატებმა უკვე განაცხადა, რომ მზადაა, გამოგზავნოს აშშ-ის სატყეო სამსახურის ექსპერტები, რომლებიც [საქართველოს] მოსალოდნელი მეწყერებისა და წყალდიდობების რისკების ანალიზში დაეხმარებიან, რათა შესაძლებელი გახდეს სახიფათო ვითარების მართვა - ვგულისხმობ იმას, რომ როგორც ჩანს, არსებობს უფრო მეტი ძლიერი წვიმის საფრთხე, რომელმაც შესაძლოა, ახალი პრობლემები გამოიწვიოს. გვინდა დავეხმაროთ საქართველოს ხელისუფლებას რისკების შეფასებასა და მართვაში. როდესაც ქართული მხარე მოგვაწოდებს საჭიროებათა სიას - იმის შესახებ, თუ რა ფინანსები და დამატებითი ღონისძიებებია საჭირო - განვიხილავთ და შევეცდებით ჩვენი რესურსების მიწოდებას.

აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები გმირთა მოედანზე გაწმენდითი სამუშაოების შესრულებისას.. (აშშ საელჩოს ფოტო)

First of all, we want to continue to reiterate our condolences for the way in which this tragedy is being compounded by further victims, and our heart goes out to all of those involved: to the director of the zoo, to his staff, and to all concerned.

The United States has already indicated that we are prepared to provide experts from the U.S. Forest Service who can help analyze the risk of further landslides and further flooding in order to manage a situation still at risk—I mean, apparently there is a risk of additional rainfall that could lead to further problems. We want to help the Georgian authorities to understand what those risks are and how to manage them, and then when we get a specific list of requirements from the Georgian side—in terms of what financing is required, what additional projects are required—we will look at those and try to put our resources at their disposal.

US Embassy Tbilisi, Georgia

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge