ბავშვისთვის ორი ერთი სქესის მშობლის ყოლა „უვნებელი“ არ არის და მას კატასტროფული შედეგები მოჰყვება

ბავშვისთვის ორი ერთი სქესის მშობლის ყოლა „უვნებელი“ არ არის და მას კატასტროფული შედეგები მოჰყვება

06.07.2015

პედიატრების ამერიკული კოლეჯის პრეზიდენტმა-დოქტორმა მიშელ კრეტელლამ თავის განცხადებაში გამოთქვა მოსაზრება, რომ ა.შ.შ-ს უმაღლესი სასამართლოს დადგენილებას ერთსქესიანი „ქორწინების“ ლეგალიზაციის შესახებ, ამერიკელი ბავშვებისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება.„ამერიკელი ბავშვებისთვის ეს ტრაგიკული დღეა. უმაღლესმა სასამართლომ ეს-ესაა გაანადგურა კაცობრიობის ისტორიის ერთადერთი უდიდესი ინსიტუტი სადაც ბავშვები იღებდნენ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებოდათ-ტრადიციული ოჯახი. ფაქტიურად უმაღლესმა სასამართლომ ზრდასრული ადამიანების გარკვეული ნაწილის მოთხოვნა ბავშვების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მაღლა დააყენა.“- განაცხადა მ. კრეტელლამ. როგორც აღნიშნავენ, პედიატრების კოლეჯმა ასევე განაცხადა, რომ ჩატარებული მრავალი კვლევის მიხედვით, „ერთსქესიანი ქორწინება შეგნებულად ართმევს ბავშვს დედას ან მამას და დამღუპველად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე.“ როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, პედიატრების კოლეჯმა არაერთგზის განაცხადა, რომ ვითომდა არსებული „სამეცნიერო კონსესუსს“, რომლის თანახმადაც „ერთი სქესის მშობლების“ მიერ აღზრდილი ბავშვის კეთილდღეობას საფრთხე არ ემუქრება, არანაირი ობიექტური საფუძველი არ გააჩნია. კოლეჯის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ყველა სერიოზული კვლევა რომელიც ბავშვისთვის ორი ერთი სქესის მშობლის ყოლის „უვნებლობას“ აბათილებს ყოველთვის იგნორირებულია იმ პოლიტიკოსებისა და მეცნიერების მიერ, რომლებიც სოდომურ კავშირებს უჭერენ მხარს. ამას გარდა პედიატრების ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა გეი ოჯახების შექმნის თაობაზე გამოკითხულების მცირე რიცხვოვან, ტენდენციურ არჩევანზეა დაფუძნებული და არ გამოხატავს მთელი ქვეყნის მოსახლეობის აზრს. ამ ფაქტის იგნორირებას უკეთებს სასამართლო, და მასზე საჯაროდ არ საუბრობენ. სამაგიეროდ ფაქტს აღიარებენ სამეცნიერო შეხვედრებზე და სამეცნიერო გამომცემლობები.

წყარო: «Breitbart».

http://www.faith.ge/?p=630

1. სამართლებრივი აკრძალვა; 2. კონსტიტუციური აკრძალვა; 3. სამოქალაქო კავშირი; 4. ნებადართულობა; 5. გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში;

P.S. ერთსქესიანთა ქორწინება (ასევე ცნობილი როგორც გეი ქორწინება) — ქორწინება ორ ადამიანს შორის, რომლებსაც ერთი და იგივე ბიოლოგიური სქესი ან გენდერული იდენტობა აქვთ.

2001 წელს ნიდერლანდი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინების იურიდიული შესაძლებლობა შეექმენათ. მას შემდეგ ასეთი ქორწინებები თოთხმეტმა სხვა ქვეყანამ დააკანონა. ერთსექსიან წყვილთა ქორწინება ასევე ნებადართულია მეხიკოში და აშშ-ის ყველა შტატში.

ერთი სქესის წყვილებს სამოქალაქო კავშირის, მაგრამ არა ქორწინების უფლება აქვთ 20-ზე მეტ ქვეყანაში. ამასთან, ისრაელი ცნობს სხვა იურისდიქიცების მიერ ლეგალიზებულ ერთი სქესის ქორწინებებს, თუმცა თვითონ ის ასეთ ქორწინებებს არ ახორციელებს. ამჟამად, ამ სახის ქორწინებების ლეგალიზებაზე პოლიტიკური და იურიდიული დებატები მიმდინარეობს ოცამდე სხვა ქვეყანაში და აშშ-ის რამდენიმე შტატში.

ერთი სქესის წყვილთა ქორწინების რიტუალებს ზოგიერთი რელიგიური ჯგუფიც ასრულებს, მათ შორისაა კვაკერები.

ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ოპონენტების მტკიცებით, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ქორწინება ადამიანის უფლებაა. მათი მოწინააღმდეგეები საკუთარ არგუმენტებს ამგვარი ქორინებების სოციალურ შედეგებზე ამყარებენ (მათ შორის ბავშვების აღზრდა, ტრადიციები და რელიგიური მოსაზრებები).

ცამეტ ქვეყანაში (არგენტინა, ბელგია, ბრაზილია, კანადა, დანია,  საფრანგეთი, ისლანდია, ნიდერლანდი, ნორვეგია, პორტუგალია,ესპანეთი, სამხრეთი აფრიკა, შვედეთი) ერთსქესიანი ქორწინება დაშვებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალ ზელანდიასა  და ურუგვაიში მოქმედდება 2013 წლის აგვისტოდან და გაერთიანებულ სამეფოში  2014 წლიდან. ერთსქესიანი ქორწინებები ნაწილობრივ დაშვებულია მექსიკაში.

https://ka.wikipedia.org/wiki/ერთსქესიანთა_ქორწინება



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge