ყურძნის დაბალმა ფასმა კახელი გლეხი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო

ყურძნის დაბალმა ფასმა კახელი გლეხი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო

11.09.2015

მასალა მოამზადა ჯილდა მარტვილელმა

წელს თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. 9 სექტემბრის ინფორმაციით სოფლის მეურნეობის სამინისტრო მევენახეებს ყურძნის სახლში დაწურვას ურჩევდა, დღეს კი,  11 სექტემბერს, მოვლენები ასე განვითარდა: აგრარულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღის წესრიგში რთველი 2015-ის საკითხის შეტანა ითხოვეს. "წინასწარ გეთქვათ და დღის წესრიგში პირველ საკითხად ამას შევიტანდითო", - მიმართა ტყემალაძემ იმ მევენახეებს, რომლებიც ამ სხდომას ესწრებოდნენ. იყო კამათი, რის შემდეგაც, ენმ-ის წევრებმა და მევენახეების ნაწილმა სხდომა დატოვეს.  იმის გამო, რომ ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული კახელი მევენახეები აღშფოთებულები არიან. დღეს,  გურჯაანელ გლეხებს ლაგოდეხელი მევენახეებიც შეუერთდნენ და მათ თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე აქცია გამართეს.  მევენახეებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით დაპირისპირების დროს, ოთხი ადამიანი დაიკავეს, ხოლო აქციის რამდენიმე მონაწილეს სცემეს. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge