აქ თავს ვგრძნობ, როგორც სახლში

აქ თავს ვგრძნობ, როგორც სახლში

13.09.2015

Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი

ინტერვიუების საზაფხულო სერია „ქართული მომენტები“ 

ამ კვირაში თავის თავს წარმოგვიდგენს დოქტორ ოლივერ რაისნერი, რომელიც 10 წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში და ამჟამად ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

საქართველოშო როგორ მოხვდით?

„კავკასიის მიმართ ინტერესი მაშინ გამიჩნდა, როდესაც სლავისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი და კავკასიის შესახებ რუსი რომანტიკოსების ლიტერატურა წავიკითხე, პირველ რიგში ეს იყო მიხეილ ლერმონტოვის „ჩვენი დროის გმირი“. შემდეგ სტუდენტური გაცვლითი პროგრამით 1988 წელს მომიწვიეს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. ეს დასაწყისი იყო.“

შეგიძლიათ, რომ სამი სიტყვით დაახასიათოთ საქართველო?

„მრავალმხრივი, სპონტანური და შემოქმედებითი.“

გაიხსენეთ ერთი ლამაზი და შთამბეჭდავი მომენტი, რაც დღემდე საქართველოში განგიცდიათ.

„ეს იყო ჯავხეთში, როდესაც 3300 მეტრზე დიდ აბულზე ავედი. საერთოდ ეს ჩემი პირველი ასვლა იყო მწვერვალზე. მთის წვერზე ასვლა და იქედან ხედით ტკბობა, ჩემთვის, როგორც არა საპორტსმენისთის, განსაკუთრებული განცდა იყო.“

საქართველომ თუ დაგანახათ თქვენი თავი სხვა მხრიდან?

„დიახ, განსაკუთრებით სპონტანურობა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობა.“

ჩვენში რომ დარჩეს, რა დონეზე შეისწავლეთ უკვე ქართული ენა? რა არის თქვენი საყვარელი ქართული სიტყვა?

„ქართულად თავისუფლად ვსაუბრობ. შემიძლია თითქმის ყველა ცხოვრებისეულ თემაზე ვისაუბრო. ახლა ვცდილობ საუნივერსიტეტო ლექციების მომზადებას ქართულად.

მეცნიერული ენა ცოტა რთულია. ჩემი საყვარელი სიტყვაა

„წუთისოფელი“, რომელიც მუდმივად გვახსენებს ჩვენი ამ ქვეყნად ყოფნის წარმავალობას და გვაფრთხილებს, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე დავაფასოთ.“

რომელიმე (ტიპიური ქართული) საგნის ან ადგილის გერმანიაში წაღება რომ შეგეძლოთ, რას წაიღებდით და რატომ?

„მხოლოდ ჩემს ქართველ მეუღლეს. დანარჩენი გულში მაქვს. მაგრამ არც ვიცი, მინდა თუ არა საცხოვრებლად გერმანიაში დაბრუნება. აქ თავს ვგრძნობ, როგორც სახლში.“

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge