ბირკინის ჩანთები და ნიანგები

ბირკინის ჩანთები და ნიანგები

13.09.2015

მასალა მოამზადა ნანა კუხიანიძემ

ლონდონის მოდის ინდუსტრიის კომპანიებმა, კონკრეტულად კი  Hermes-მა  და  Christian Louboutin-მა  ავსტრალიის ნიანგების მოსაშენებელი ფერმების 80% შეისყიდეს. შედეგად,  მათ ნიანგის ტყავი სტაბილურად მიეწოდებათ. ერთი ზრდასრული ნიანგის მაღალი ხარისხის ტყავი ათას დოლარზე მეტი ღირს. მზა პროდუქციას კი გაცილებით მაღალი ფასი ადევს. მაგალითად Hermes-ის მაღაზიებში ნიანგის ტყავის ჩანთის ფასი 5000 ფუნტ სტერლინგიდან იწყება და 27 ათას ფუნტ სტერლინგამდე ადის. Hermes-ს ჩანთებიდან ყველაზე პოპულარულია Birkin-ის ბრენდის ჩანთები.  ჯეინ ბირკინიმა  (ცნობილი ინგლისელი მსახიობი ქალი,  ბრენდ Birkin-ის სახე) კი კინაღამ გაუფუჭა მათ  საქმე იმით, რომ  Hermes-თან ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა... თურმე,  მსახიობმა ჯეინ ბირკინმა ნიანგების ფერმაზე გადაღებული სისასტიკით აღსავსე ფილმი ნახა. მართალია, ეს ფილმი ზიმბაბვეს ფერმაში იყო გადაღებული და არა ავსტრალიაში, მაგრამ მასზე მაინც იმოქმედა და განაცხადა, რომ არ სურს  რაიმე აკავშირებდეს ბრენდთან, რომელიც ნიანგებს ხოცავს! პასუხად, ჯეინ ბირკინს და თავის მყიდველებს Hermes-მა შესთავაზა რამდენიმე ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ღირსეულად ცხოვრობენ ავსტრალიურ ფერმაში ნიანგები და რომ მათი მოკვლაც ლამაზად და ესთეტიკურად ხდება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge